იპოთეკით დაზარალებული ქალბატონის წერილი, რომელიც თვითმკვლელობაზე საუბრობს
საზოგადოება - 15:02, 19 Jan, 2014     2534

სააგენტო ,,ნიუპოსტს“ 2014 წლის 18 იანვარს იპოთეკით დაზარალებულმა ქალბატონმა წერილით მიმართა, სადაც თეა დემეტრაშვილი ბანკ ,,კონსტანტასთან“ წარმოშობილი დავის გამო, საკუთარ მძიმე მდგომარეობაზე წერს და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. თეა დემეტრაშვილი იმ კონკრეტული პიროვნებებსაც ასახელებს, რომლებიც, ქალბატონის თქმით, თაღლითურად ცდილობენ მისი და მისი ოჯახის სახლიდან გამოსახლებას.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად აქვეყნებს თეა დემეტრაშვილის წერილს:

,,გამარჯობათ. ერთ-ერთ ძალიან აქტუალურ თემაზე მინდა გესაუბროთ, მე 2011წელს მომაყენეს ფიზიკური ზიანი, რის შემდეგაც უამრავი ოპერაციები გავიკეთე, კერძოდ თვალის სიბრმავე მივიღე, შემდეგ იმ პიროვნებამ ვინც დამაზიანა ვენერა ტურიაშვილმა დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ, რომ ციხეში არ წასულიყო დამპირდა, რომ იმ დროისთვის დანახარჯს ამინაზღაურებდა და შემდეგაც, რაც კი დამჭირდებოდა, ყველაფერს გადაიხდიდა. ასეც მოვიქეცი დავწერე ხელწერილი პროკურორ ირაკლი გულდედავას სახელზე და მას საპროცესო გაუფორმეს, მას მერე საერთოდ ვენერას ზედაც არ შემოუხედავს, მე ვაგრძელებდი მკურნალობას, მყავს სამი შვილი მცირეწლოვნები, მათაც ესაჭიროებოდათ თანხები. ავიღეთ კერძო პირისგან იპოთეკური სესხი, მერე ჩავანაცვლეთ და დიდ თანხებზე ავიდა, რადგან მათთან ძირი არ იფარებოდა ჩავანაცვლეთ კონსტანტა ბანკში. 2012 წლის სექტემბერში, რის შემდეგაც ვიხდიდით 30 000$ -ზე თვეში 1120$-ს მაისის თვემდე პატიოსნად გადავიხადეთ, როდესაც შევატყვეთ, რომ ვეღარ შევძლებდით გადახდას, მივმართეთ ბანკს და მოვითხოვეთ გადანაწილება, რომ თვეში გადაგვეხადა 500$-ი, რაზეც სასტიკი უარი მივიღეთ, შემდეგ გადასცეს იურისტებს, მთელი ოთხი თვე გაგვაწამეს კვირაში სამი დღე ვიყავით ბანკში მოლაპარაკებებზე, მაგრამ შედეგი არაფერი იყო. მაინც გაიტანეს აუქციონებზე , ამ პერიოდში შევიტანეთ 22 000$, მაგრამ მაინც კონსტანტა ბანკმა თავის სახელზე გადაიფორმა, დღეს ვიყავით ბანკში და იქ მოვკვდი რის მერეც ძლივს გამაცოცხლეს, ჩართულია საპატრულოც ... გაიგოს საქართველომ, რაც ხდება რეალურად, როგორ არ უფრთხილდებიან ინვალიდ ხალხს. მე თავად გახლავართ ასეთი პიროვნება, ასევე 15 წლის შვილიც, რომელიც იღებს პენსიას. 29ათასიანი ბინა გაგვიხადეს უკან რომ მოგვასყიდონ 80 000 დოლარი. გთხოვთ არ დამიტოვით უყურადღებო,მე უკვე ვაპირევბდი თავის მოკვლას რადგან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ასეთი ყაჩაღი ბანკების ფარფასში. და ხალხის წამება. გთხოვთ დამიკავშირდეთ და გამოვააშკარავოთ მათი მუშაობის და ხალხის ტანჯვის მეთოდები.. დიდი პატივისცემით თეა... გელოდებით მიშველოთ!!!

გთხოვთ რომ გაავრცელოთ ეს ინფორმეცია, რათა დამთავრდეს მათი ჩუმი თაღლითობები. იქ ასე თქვეს, რომ ასეთი შემთხვევა, რომ კლიენტი ბევრ რამეს მიხვდეს ეს პირველად მოხდა და ასეთი გაწირვა და ძალადობა არის პირველი შემთხვევა,მე პირადად ვარ მდგმური და იმ ბინაში კი მყავს გირაოთი მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებსაც გამოასახლებენ, რის გამოც მკვლელობები დატრიალდება.

ჩემი სურვილია, ხალხისა თუ მაღალთანამდებობის პირებამდე მივიდეს მათი საქციელი. ეს მესიჯი შეიძლება ჩემი მხრიდან არის ბოლო რადგან ვაპირებ რომ თავი მოვიკლა... მათი დანაშაული ამას მაკეთებინებს...

ბანკის წარმომადგენლები არიან ალეკო თედიაშვილი, ლევან ლებანიძე, გივი ხოსროშვილი, კახა კუპრაშვილი და მთელი უსაფრთხოების დეპარტამენტის წამომადგენლები, სახელები არ ვიცი. მათ არ გაითვალისწინეს ჩემი ავადმყოფობის და ინვალიდობის საკითხი. დიდი მადლობა.სანამ მოვკვდებოდე, მათი მიზეზით მიეცეს მსვლელობა და რეაქცია!!!“, - წერს ქალბატონი თეა დემეტრაშვილი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42