მსოფლიოშო, რომ 100 ადამიანი ცხოვრობდეს (უახლესი მონაცემები):
60 მათგანი აზიაში იცხოვრებდა; 15 აფრიკაში; 14 ამერიკაში იცხოვრებდა; 11 ადამიანი იქნებოდა ევროპელი.
50 მათგანი იქნებოდა ქალი, ხოლო 50 მამაკაცი.
მხოლოდ 30 ადამიანი იქნებოდა თეთრკანიანი. 33 იქნებოდა ქრისტიანი, 22 მუსულმანი, დანარჩენი 45 კი სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიმდევარი. 89 იქნებოდა ჰეტეროსექსუალი, 11 ჰომოსექსუალი.
83 ეცოდინებოდა წერა და კითხვა, 17 კი არა. 7 მათგანს ექნებოდა მიღებული უმაღლესი განათლება, ხოლო 22-ს ექნებოდა კომპიუტერი. 77 ადამიანს ექნებოდა სახლი, 23-ს კი არა.
6 ადამიანი იქნებოდა მთელი მსოფლიო მოსახლეობის სიმდიდრის 59%-ის მფლობელი და ყველა მათგანი ამერიკელი იქნებოდა.
2007 წლის მონაცემებით – თუ თქვენ შეგიძლიათ ილოცოთ იქ, სადაც ლოცულობთ და ამასთან არ გეშინიათ, რომ გცემენ ან მოგკლავენ ამის გამო, თქვენ ხართ ერთადერთი, სამ მილიარდ ადამიანს შორის.
თუ გაქვთ სახლი, ან რაიმე თავშესაფარი, გაქვთ მაცივარი, რომელშიც რაიმე სახის საკვები მაინც არის და გაქვთ რაიმე სახის ტანსაცმელი, თქვენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 75%-ზე მდიდარი ხართ.
თუ საბანკო ანგარიშზე თუნდაც მცირედი თანხა მაინც გაქვთ, თუ ჩანთაში ხურდები გიყრიათ და საფულეში ცოტა ფული მაინც გაქვთ, თქვენ მოიაზრებით 100-დან 8 ყველაზე ბედნიერ ადამიანთა შორის.
მასალის გამოყენების პირობები






