რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი ერთსქესიანთა ქირწინებას დაკანონებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პროქართული ძალა ასეთი კანონპროექტის მიღებას არ დაუშვებს.
,,როგორ ფიქრობთ, პროქართული ძალა დაუშვებს, რომ ბიჭმა ბიჭი მოიყვანოს ცოლად? რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. იცით რა? მოდით ექსპერიმენტი ჩაატარონ პარლამენტის იმ წევრებმა, ვინც ასეთ კანონს მხარს დაუჭერს. გაათხოვონ საკუთარი შვილი - ბიჭები. ჩვენ შევხედავთ და თუ კარგი იქნება, მაშინ ქართველი ხალხი მათ ტაშს დაუკრავს. მანამდე ჩვენ ამ კანონს არ დავუშვებთ და საკუთარ შვილებს ასეთ ექსპერიმენტს არ ჩავატარებინებთ. საკუთარი შვილებზე კი არა, ასეთი რამისთვის მტრის შვილიც არ მემეტება. ამერიკა შეიძლება ბევრ რამეში გვეხმარებოდეს, დემოკრატია მოჰქონდეს, მაგრამ ვაღიარებ - ამერიკა, როგორც მიყვარდა საბჭოთა კავშირის დროს, ახლა ისე აღარ მიყვარს“, - აცხადებს გია კორკოტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები