სასჯელაღსრულოების სამინისტროს წინ არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაიწყოს გამოძიება ვანო მერაბიშვილისა და ოთარ ფარცხალაძის შესაძლო შეხვედრის თემასთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, არ არის საკმარისი ის შიდამოკვლევა, რომელიც სოზარ სუბარის უწყებამ ჩაატარა, არასამთავრობოების განცხადებით სუბარმა დამალა დანაშაული და თუ გამოძიება არ დაიწყება მინისტრის გადადგომასაც მოითხოვენ.
,,მან დაფარა დანაშაული არის თანამონაწილე ამ ამბის, უნდა დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს სიმართლე“- განაცხადა მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ.
აქციის სხვა მონაწილეების განცხადებით, რადგან ჩანს, რომ სუბარი ფარავს დანაშაულს უპრიანი იქნება მისი გადადგომა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოძიების ჩატარება. აქციის მონაწილეები საპარლამენტო კომისიის შექმნასაც მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






