ნასამართლეობის შესახებ ცნობის მიღება უფასო აღარ იქნება
საზოგადოება - 11:24, 18 Jan, 2014     6876

მომსახურების სააგენტოში დოკუმენტების გაცემის ღირებულება იცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა 5 სამუშაო დღეში არის უფასო.

აქამდე ცნობის გაცემა 3 სამუშაო საათში 80 ლარი ღირდა, 1 სამუშაო დღეში 40 ლარი, ხოლო 2 სამუშაო დღის განმავლობაში – 20 ლარი.

დღეიდან კი შეიცვლება აღნიშნული ცნობების გაცემის ვადები და საფასურები: ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა მოხდება 1 სამუშაო დღეში და მისი საფასური გახდება 25 ლარი და 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.

ცვლილებები ასევე ეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის მიღებას. მისი საფასური ამჟამად შეადგენს 20 ლარს და გაიცემა მხოლოდ 5 სამუშაო დღეში. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ცნობებზე ამ ეტაპზე არ მოქმედებს დაჩქარებული წესით მომსახურება და მოთხოვნიდან გამომდინარე 18 იანვრიდან შესაძლებელი იქნება ცნობის აღება 1 და 3 სამუშაო დღეში. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის საფასური განისაზღვრება 1 დღეში 25 ლარით და 3 სამუშაო დღეში 15 ლარით, რომელიც დაემატება ცნობის საფასურს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების მიზანი იყო, დაჩქარებული მომსახურებისთვის განკუთვნილი მაღალი საფასური შემცირებულიყო მოსახლეობის მოთხოვნისა და გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42