საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში ადვოკატებისათვის სავალდებულო სემინარები დაიწყო.
დღეს, ასოციაციის სასწავლო ცენტრში ადვოკატებისათვის ,,ადამიანის ულებათა ევროპული სტანდარტები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში" ტრენინგები ჩატარდება, რომელიც EU ,,Hulla& Co. Human DynamicsKG“" –ის მიერ არის ორგანიზებული. ტრენინგს სამართლის ექსპერტები კონსტანტინე კორკელია და ბესარიონ ბოხაშვილი გაუძღვებიან.
ადვოკატთა სასწავლო ცენტრი 2008 წლიდან ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, ლექციებს, კონფერენციებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს ადვოკატებისათვის და იურიდიული პროფესიის სხვა პირებისათვის.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ, 2012 წელს დამტკიცებული განგრძობადი იურიდიული განათლების კონცეფციის საფუძველზე განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემა ამოქმედდა, რომლის თანახმად, ადვოკატთათვის აუცილებელი გახდა საგანმანათლებლო კრედიტ–საათების დაგროვება.
მასალის გამოყენების პირობები






