თანამედროვე ჟარგონების სულხან-საბასეული განმარტება -,,ჰარიფი – უცდელზედ ითქმის“
ეს საინტერესოა - 03:44, 18 Jan, 2014     22632

აბაროტის აღება – ნაცვლის მიგებად მცდელობა

აბიჟნიკი – წყენის მთესველი

აეწელა – ფიცხად წინა აღუდგა

ავარდნა – ჟინთ აშლა

აიწია – ფრიად განკჳრდა

ამტუტება – წესთ აღრევა

ანტიფრონცკი – ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა

არიფი – ჰარიფთან ნახე

არღნის ჩიტი – მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან

ატაშოლი – ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა

აუდე – წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება

აყლისთავება – ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;

გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყჳან

აჩათლახა – სახეზედ მუშტი ჰკრა

აწევა – თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა

ახევა – წართმევა მძლავრისაგან

ახვევა – წარსლვა უპატიურისა

ახუჲლიშ – ოღონდაც

ახურუშებული – ქუჱნა გრძნობათ აყოლილი

ბაზარი – სიტყუა-პასუხი

ბაზრის შეყვანა – რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე

ბაზარში წამოიკიდა – საუბრითა მტყუვან-ჰყო

ბათქი – ურთიერთ საშუღლო პაემანი

ბაიანი – ნემსიანი ჭურჭელი

ბაითი – ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო

ბაირამობა – აწ: შუჱბა ჴორციელი

ბალამუტი – აღრევის მოწადინეთა ჴმიანობა

ბანძი – ცუდუბრალო

ბასიაკი – მდაბალი მემთვრალე

ბაცანა – ლაწირაკი

ბაცნობა – უწვერულთ ყრმათა ლაღობა

ბესპონტაობა – საქნელთ ვერ-მოპოება

ბესპრიდელი – წესთ თაკილობა

ბირჟა – ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ

ბლატავი – გულ მაღლად საუბარი

ბლატი – ამა ქუჱყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა

ბოი-ფრენდი – ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი

ბოლი – თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი

ბოლო პასადკა – დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს

გააბლატავა – თჳსზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო

გაბაზრება – ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ

გაბლატავდა – გული მოიცა

გაგება – წესი, მოძღურება, რომელ არს:

გაგება ქურდული, გინა შავი, ანუ წესი ავაზაკთა;

გაგება ქალაქური;

გაგება ძველი, ანუ ამპარტავანთ შეჯიბრება;

გაგება კაცური, გინა ვაჟკაცური, მრავალ ქურდულ დოგმატთაგან განწმენდილ;

გაგება ქუჩური, ბირჟის კვრისა წესი;

ესრეთ მოვალს გაგებისა კვალად მრავალი სახელი, აქა ესე ვიკმაე

გადაახტა – თავზედო, ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო; კვალად მრავალ-ნაცადზედ იტყჳან ათას ###ზედ გადანახტომს

გადირკვა – ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება

გაედო – ფინთად დაენძრა

გათავება – თალიისა განსრულება

გათევზდა – რა მცირეს პირობასა გარდაჳდეს სხუათა უზიანებლად

გაკუზვა – წახრილისა ტყუნა

გალუბოი – სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე

გამაზვა – თჳსის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან ფულითა გინა სხჳთა ზღოს;

გამაზვა სხუა არს პონტისაგან მოკლება;

არს ოდესმე გამაზვა ქრთამის მიცემაცა

გამო###ვება – დია მძიმე სიბრიყვე

გამო###ვებული – გამო###ვება ქმნილი

გამსკდარი – ურთიერთას თქმული, ამბავზედ იტყჳან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაჲცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაჲცა არს გამხელილი შფოთითა

განაბი – ქურდთაგან ბაძის ამღები

განდონი – საწულოთ საპყრობი; კვალად: კაცი ვერაგი

გაპროჭვა – ცემითა და მემთვრალეობით უგონობა

გაჟიმვა – მიწოლით მოტყუნა

გასაღება – ქირით მოკლვა

გასრიალდი – შენს მალ წარსვლას ვლამი

გარეკილი – ჭკვა მხიარული

გასროკვა – სროკზედ წარგზავნა

გატანა – ჭერ-ქუეშ ცარცვა

გატისკვა – უპატიური წურთნა

გატრაკება – უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება

გატრაკება საქმისა – საქნარისა დია გაჯანჯლება; გინა შეწუხება ფრიად ვინმესი

გატყდომა – წყენასავით

გატეხილშია – ხასიათ შემუსვრილია

გაუჩალიჩა – ავი შემართა

გაფრენა – ჭკჳთგან გარდასლვა

გაჩითვა – ჩუმი გაშინჯვა

გაჩითვა – წარმოჩენა

გაჩხერა – ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა

გაცვეტება – რაიმესი გამოწულილჳთ განხილვა. ხოლო გაცვეტებანი ესრეთ განიყოფიან:

უკეთუ კაცი რასმე ვინმესაგან საუბრით შეიმეცნებს, გაფაიზაღებად იწოდების;

ოდეს თუალითა თჳსით ჰნახავს, გინა გონებითა მიჰხვდების, გაიასნებად უჴმობენ.

გაწელვა – ბაითისა; ბაითი გაწელაო დიდის სახლის მაშენებელზედ ამბობენ

გახეთქვა – ქალწულთ შერყუნა

გახეთქვა – გამხელასაჳთ, გამსკდართან ნახე

გახურება – შუღლთ საბაბისა ძიება

გოიმი – კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი

გრევი – უსრული პადაგრევისაგან

გრეხი – კაცის მიმართ შენაცოდი რაჲმე;

განჰყოფენ საქციელთა, რაჲც გრეხია და რაჲც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდებაჲ და ტეხავსო იტყჳან, ოდეს მცირედი შესცოდა

გულავი – თჳსისა სურჳლისამებრ დროის გატარება,

გარნა გულავი დედათა არს მიმო ტყნაური

დააბრეხვა – როყიო სათქუმელი თქუა

დააგოიმა – შეტყუილის დაჯერება აქმნია

დააზანგა – საქნელი რამე შეადვა

დაამუღამა – მუღამეულ-ჰყო

დააცმევინა – განაძო

დაახეთქა – ულოდნელი ისიტყუა რაჲმე

დაახუილა – ძლიერ დაარტყა

დაბმა – ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს

დაბაზრება – ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:

ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარჳთ განაძლიერებს;

ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს

დაბოლება – ბოლით დაბანგჳსათჳს მეცადინეობა

დაბოლილი – ბოლითგან დაბანგული

დაბრედა – ამა სოფლითგან მიფარვა

დაგინება – ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი

დაგრუზვა – გუემით ფიქრმეტყუჲლება

დადება – დატევებაზედ ამბობენ:

იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თჳსისა ანაბარად;

იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;

ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქჳან გადაგდება

დაენძრა – ფრიადი შეჭირვება ეწყო

დავასება – თუალ შევარდნით სიამე

დაზაგაჟნიკება – მოზაგაჟნიკება გასწავლის

დაიადა – თჳსს კერძოდ ჰყო

დაიზეთა – უარისათჳს საბაბი შეუჭირდა

დაიწვა – ვერ დაფარულ ეყო

დაკიდება – საფიქრალითგან განდევნა

დალივერება – თუალ-თუალის ყოფა

დაპადაგრევება – პადაგრევისა მიძღუნა

და რამე – რაჲც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა

დატყვნა – ნაჩუმათარზედ წასწრებასა ჰქჳან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა

დაუაბგონა – უკანა კერძად ჰყო

დაუადა – მცირედი ძღუჱნი მიართუა

დაურტყა – ულოდნელი საქციელი უქმნა

დახვოსტვა – კუდში მოლალეობა

დერსკობა – ამაყთ წარბ მაღლობა

დილიხორი – გამხელილი ხუაშიადი

დობრად – ძალთ უტანებელად

ეე! – ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკჳრვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურჳსასა; გარნა სხუაჲ არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე

ვაზვრატი – არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანები-სათÂს მოთხოვნილი, არამედ ნაცარცჳს მოქცეჳსა სასყიდელი

ვალის დადება – მცირედის მადლისა ყვედრება

ვაჟნი – ცუდმედიდი

ვაფშე – ყოვლით კერძო

ვეში – ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.

ვზროსლი – წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ

ზაიობი – ჯიუტი ახირება

ზაპოი – ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს

ზასი – ღია პირითა ურთიერთის კოცნა

ზასაობა – ზასთ გადაბმულობა

ზასკოკებიანი – ხუშტურთ ამყოლი

ზახოდი – მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ

ზონა – ავაზაკთ შესაწყუდეველი

ზუბი – ფარული ჯავრი

თალია – უწინ ძაძის ტომარას ერქუა, გარნა აწ სათულელი არს უწყაო: ესე ვითარ ერთი თალია იტირა ანუ ბევრი უტირნია, ერთი თალია გაათავა რა მამრმან მდედრისა ჟინი ერთგზის აისრულა

თესი – მიმალვა მეყუსეული

თესლი – ჭკჳსა ბოროტად მომხმარი

თითის მიცემა – საქნარის ქმნისათჳს ვისიმე კვალად იძულება (მდაბიურად)

თირვა – ქუჱშით ცქერა

თომარი – სიტყჳთ შექცევა

იაზვა – მწარედ მსიტყუჱლი

იასნი – თუალითა დანახული

იზმენა – რისამე ვერ-ყოფისათჳს გულისა ძრწოლა

იდეინი – ჰაზრით მაცხოვნე

იპარავს – სახელკეთილის დიაცის ქუეშ-ქუეშ ტყნაურობაზედ იტყჳან

ისპალნიტელი – ავისა გამეტებულად მოქმედი

ისტაბლიშმენტი – ერთობა დამკჳდრების მოსურნეთა

იუზგარი – ზნე-კეთილი

კაიფი – სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა

კატაობა – ნარნარად სრბოლა

კიმარი – გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყჳან

კიშკაობა – მომეტებულის საჭმლისა შექცევა

კლიჩკა – სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი

კონტრა – მომტერე, მეშუღლე

კუტუ – მომცრო ###

კუში – ფულად მისაღები

ლ – ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა

ლაწირაკი – ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭ-თაგანი

ლევი – არმად ნაშოვნი

მაზი – უსრული მაზიანისაგან

მაზიანი – გამაზვისა ქმნა

მაიაკი – ნიშან-ყოფა

მამაშა – მეძავთ სარქალი

მანაგუა – თრიაქის ფაფა

მანდრაჟი – სულთ ფორიაქი

მარიაჟი – თჳსის პეწისა დია მოყვარული

მასტერკა – პლანი თითისებრ გახვეული (მოსაწევად)

მასტი – რისამე თანხუედრად კეთილი

მაყუთი – ნაღდი ფული

მახატია – არად მიჩნს

მეპირე – მინეტის მქნელი მდაბიორი

მესნი – ამა ადგილთა მობინადრე

მეტრაკე – ცისფერთან ნახე

მეშჩანი – ფუყე სვეტი

მიირთვა – ცთომილება ჰყო, ჭამასთან ნახე

მინეტი – საწულოთ პირთან მიხუნა

მიცემა – რა მდედრი მამრსა თანა-ეყოს; გარნა ტრაკის მიცემა არს დათმობა უგვანი, გინა მრუშებაჲ შორის მამრთა

მოზაგაჟნიკება – თადარიგად ქონა

მოზგი – ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი

მოკეტვა – მყუდროდ შთენა

მოკრახვა – სიძუნწითა მალვა

მომჭამე! – მუქარაზედ პასუხი, რაჲცა არს: ვერა გამიწყო-რა, ვერას გამიხდე

მოჟოშკვა – მოკრახვავე

მოსმა – ვინმესთჳს სახელის საჯაროდ შემწიკულა; მოსმადვე იწოდების, ოდეს ერთმან მეორეს მკაცრად მისი ადგილი მიუჩინოს

მოტყდომა – მოხევასთან ნახე

მოქესტვა – ნაჩქარობისათვის რაიმესი ვერ-სრულად დამალვა

მოღუნვა – მაყუთის დასქელება

მოყომარება – შეგონებით დარწმუნება

მოწვა – ზრახვასა მიუხვდა

მოხევა – სრბოლად სწრაფვა; კვალად: თჳსი ან სხუისი მოშორება თუალსაწიერითგან; მოხევადვე სახელდებენ ვინმესგან ულოდნელად მჭევრის სიტყჳს მბობასა

მოხსნა – სათაჳსოდ გაიხადა

მუღამი – გულისთქმისა პასუხი

ნაბოზვარი – ფლიდს, მზაკვარს კაცზედ იტყჳან

ნაკოლი – ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება

ნარკუშა – საკურნებელთა ავად მხმარებელი

ნაროდი – ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უმობენ

ნასედკა – ავთა მსტოვარი

ნაშა – დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი

ნაჩათლახარი – ჩათლახად ნამყოფი

ნახალკის შეტენვა – უბრალოზედ ცოდჳს შეთხზვა

ნივიჟუს დარტყმა – შეჴუჱდრისას პირისა მორიდება

ნძრევა – საწულოთი ხელსაქმება

პაბეგშია – მალვით სუფევს

პადაგრევი – არა მცირედი ძღუჱნი

პადიეზდი – სადარბაზოსაჳთ, გარნა დია უწმინდური

პადლიზა – პირ-მოთნე

პალაჟენია – უფროს-უნცრობისა რიგი

პასტაჲანკა – მამრისგან შებღალული წაწალი

პაცანა – ბაცანასთან ნახე

პიარი – ხალხთ დარწმუნების მეცადინობა:

შავი პიარი არს სხუათა ბიწისა მუდმივ ჩინება;

თეთრი პიარი თჳსის კეთილობისა სხუათათჳს ჩიჩინია;

ყვითელი პიარი არს თითხვნა ჭორთა

პლანაქეში – თრიაქისა გარდამეტებით მწეველი

პლანი – ესრეთ ითქმის რა მორჩნი კანაფისა გაახმონ და დაფქუან; სხუა შეკეთებასთან ნახე

პლეტი – იჩქითი განრიდება გინა ოტება შეშინებულისა

პოზდნი – ხანის დამზმელი

პონტი – უცაბედი საქნარი

პრავი – მართალი მარწმუნებელი

პრაკოლი – ვენაზედ ნემსით განაჴურეტი

პრაშმანდოვკა – დიაცი სხუათა და სხუათა მამაცთა თანა დია მყოფი, გარნა საფასურისა არა მთხოვნელი

პრეტენზიული – აჯისა ბრძანებად მომაქცეველი

პრიკოლი – უნდილ საღრეჭი

პრიკუპი – ქაღალდის თამაშისას ერთის წრიულის მოხვეჭა

ჟიმჟიმი – ტრაკის ცახცახი

ჟოპასტენკა – პანღურის ამორტყმით თამაშობა უგვარი, ბაცნები იქმან

რიჟა – მრუდე, გინა პირუმტკიცი

როჟა – კაცი უამური

როჟის კერვა – მწუთხის სახისა შეკუჱთა

საიმი – გეშის აღება

სანქციის დება – ესრეთ იტყჳან, ოდეს ვინმე ხატითა თჳსითა გინა საქციელით თჳსს ნაჩუმათევს თუალ-საჩინოდ ჰყოფს

სასტავი – მოყუასთ ერთობა

საჩკაობა – თავისა მოზანტება

სეკა – ესე ციფრად ოც და ერთი, რაჲც ნიშნავს ტოლნი ვართო, ანუ ბარი-ბარში

სვეტი – ცარიელ დარბაისლობისა მოიმედე

სვეცკი – სვეტთაგან ამოდ შესატკბობი

სვოი – ჩუენ კერძო

სიაფანდი – არ-საღირებელს უსულო საგანზედ ამბობენ; გინა ცრუსა კაცზედ

სიმონ! – ქალაქური მოწოდება

სიმპო – უსრული სიმპატიურითგან, რაჲცა არს ამოდ სახილველი

სირი – გრძელი საწულო მოსუჱნებული

სიტყვის აღება – თჳსივე დაგინებისა მოშლა

სიტყვის მოხსნა – სიტყჳს აღებავე

სიფათი – სახე უშვერი

სიცო – ნაკუჱთი სიცოცხლითგან

სკოლსკობა – ხასიათთ ავად მოქნილობა, ხოლო სკოლსკისა უნდოსა და ორპირს კაცზედ იტყჳან

სპონტამ – ერთი არს კნინღა, გინა იქვე, ითქუას თუ: სპონტამ გავაკეთებდიო ესე იგი არღარა მიკლდა გაკეთებას, უკეთუ მსუროდაო; მეორე არა ცარიელად ჰყოფისათჳს: სპონტამ ყოფნა, სპონტამ დარჩენა და ესე ვითარნი

სროკი – დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი

სტოპრო – ასნი მეასედთაგანნი, რომელ ნანდჳლსა ნიშნავს

სტოსის წაყვანა – საგანთ და საქნელთ ჴელერთპირი გარიგება

სტრელი – პაემანის-ყოფა

სუტენიორი – მეურვე მეძავთა

სხადნიაკი – ქურდთ შეყრილობა

ტეხავს – აუგია

ტვინის ტყვნა – გულისხმის ყოფად დაძა-ლება

ტრაკიდან ბარათის გამოღება – თითიდან მიზეზის გამოწოვასაჳთ

ტრაკში – დია შორს

ტრუხა – ამაო, ფუტუროსაჳთ

უსწორდება – ამოდ უჩნს

უტრაკო – აღმსთობად უძლური; ხოლო უტრაკო მეტრაკედ უწოდენ, უკეთუ თჳსისა საქმისა ვერ-მომრიგებელს სხვათა საქმეთა მორიგება მოპრიანებია

ფანი – გარდარეული მოთაყვანე

ფაიზაღი – ნანდჳლ სარწმუნო

ფაქტი – თრიაქთა და ესე ვითართა მცირე რამ შეკვრა

ფუფლო – პირობას გარდასრული

ქაჩავს – ძალ-უცს

ქაჯი – მეტის მეტი ტეტია

ქელანი – ერთად მოცემული, მაყუთზედ იტჳან

ქერაობა – გარდაჭდობილის მიჯნურისაგან ხელის მეტი ფათური

ქეში – პლანაქეშისგან მოკლებით

ქეში – სხუათა ენაა, მაყუთთან ნახე

ქინძაობა – სუბუქი ტყნაურობა

ქსივა – ძუჱლად: ტუსაღთ უსტარი; აწ: ჯიბეს საქონი მცირე რამ საბუთი მარწმუნებელი

ღადავი – თომარზედ აღმატებული

ყამა – იარაღი მკუჱთელი, მტკაველის ოდენა და უდიდესი

ყიყინი – კეთილი მოაჯეობა

###ფანდურა – სუბუქის ჭკჳსა

შავი – ავაზაკთ მოძღუარი

შავი – საწულოსაც ჰქჳან

შალა – პლანთ-კეთილობა

შანს-პეპელა – შემთხუჱჳს მნე

შარაფი – ქეიფი ღრეობა-ზედ უმცირესი

შატალო – შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი

შეახვია – დააბასავით

შებმა – დაბმისა მზგავსი არს, დაბმასთან ნახე

შეედო – დაენძრა გასწავლის

შეკეთება – დაფქჳლის პლანისა მასტერკად განმზადება, სხუა მასტერკასთან ნახე

შელაგება – შეყოფასაჳთ, გარნა არა ერთის ოდენ საზრუნაჳთა, არამედ მრავლის; შეყოფასთან ნახე

შემეტენე – შეტენჳსა მოსურნე

შენძრეული – დია გამოცდილი

შეტენვა – ძალად ცოლობა

შეტენვა – გვერდით მყოფობისა უსიამო მეცადინობა

სხუაჲცა არს ნახალკის შეტენვა, მერმე სწერია

შეყენება – ქუჩაში ცარცვა

შეყოფა – ჯიუტისაგან შეწუხება

შე-ჩემა – უდიერი მოწოდება

შეცემა – ჯახითა ტყუნა

შეწერა – დაგინებისა ურიდველობა

შეწერვა – ახეჳსა მზგავსი, გარნა იხილეთ აქა, თუ ვითარ განიყოფებიან:

ოდეს თაღლითები იქმან, არს შეწერვა ტეხნიკური,

ოდეს ძალითა წაერთმის, არს დაწერვა გინა ახევა,

ოდეს მიჩუმათებითა წაერთმის – პარვა;

კვალად შეწერვა არს დაზანგებისა მგვანი, ოდეს ერთმან მეორესა რაიმე დაავალოს, გარნა არა პირველად

შიგ ქონა – ესრეთ ძრიელ შემცდარსა ეტყჳან: შიგ ხომ არა გაქვსო

შიპიტი – გულისა შუღლად აშუშხუნება

შმონი – სავანეთა და საცმელთ განჩხრეკა

შმოტკისტი – ზმანთ მოთაყვანე

შუხური – ჩოჩქოლი და შუღლი დია ხმამაღალი

ჩააკატავა – ზერელედ განასრულა

ჩაბოზება – ბოროტის ზრახჳთ ჩაშვება

ჩათლახი – ესე დიაცი კურო მრავალი და ხასიათ განრყუნილი; ჩათლახივე არს სულიერი ქუÀგამხედვარი და ავის ყოფისათჳს მუდამ მეცადინე

ჩაკვლა – მასტერკისა ცეცხლთაგან განლევა

ჩალიჩი – ქმნად მიდგომა

ჩალიჩმეისტერი – ჩალიჩისა ნატიფად მქნელი

ჩამიჩი – ჟამ გარდასრული დიაცი

ჩამშვები – მაბეზღარი

ჩანგლის თხრა – ხასიათისა აღზუავება

ჩაპიზდვა – წაქცეულის გინა მწოლიარის კაცისა უწყალო ცემაზედ ითქმის

ჩაშვება – ჩამშვებთ მოღუაწება

ჩაჭრა – გაგებასა შიგან დამარცხება

ჩესნი – არმისა გარე-მიმაქცეველი

ჩისტა – მხოლოდ თუ: ჩისტა რაიმესთვის, ჩისტა ოქროსი და მისთანა ყოველთა ზედა

ჩმორი – ვერ-მძლე

ც – ართრონი გინებისა დამძიმებად: არათუ დედა მოვტყან, არამედ დედაც მოვტყან [და კიდევ სხვაცო]

ცისფერი – მამრი მამრთან თანაყოფისა მოსურნე

ცუმბუშა – დაჯაბნილი ჴელქვეშე

ძალად – ნართაული, რაჲცა არს მოსურნე გარნა ვერ შემძლე: მაგარისა წილ ძალად მაგარი, კარგისა წილ ძალად კარგი, ნაშისა წილ ძალად ნაშა და ესე ვითარნი

წერაობა – წაწლობისა მზგავსი, გარნა მეტი ბიწიერი

წველა – ნებსით ფასისა ხშირი რთმევა

წიკი – ნერვთა გზნებით აკჳატებული რამ

ჭამა – ცთომილება, რაჲცა არს ძმობაში ჭამა, გინა უქონელისა კადრება; ხოლო მეორე, რა ვინმემ ტყუილი დაიჯეროს

ჭუჭუ – კუტუს არა აღმატებული

ჭერა – თჳსს სახედ ყოფა: ძველის ჭერა, როჟის ჭერა, ვაჟნის ჭერა და ესე ვითარნი ფრიად უმრავლესნი, გარნა არა ყოველთა სიტყუათათჳს, რომელ არს მქონე: ბაითის ჭერა, ვერ-მქონე: ჭუჭუს ჭერა, მოკეტვა: კბილის ენაზედ ჭერა, თავისა ალაგმვა: ტრაკის ჭერა [მოჭერა გინა დაჭერა] და ზოგნი კიდევ სხუანი, სიმრავლისათჳს ვერ შევუდექ

ხავერა – სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული

ხატა – ესე არა ხავერა არს, არამედ მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონები. ამათ ორივესა ხავერასა და ხატასა უწესო მოღუაწებისათჳს ჰქონობენ ხოლმე

ხევძმარის ბაყაყი – დიაცი გაუთხოვარი, ხატად უგვანო, ბოხ-ხმიანი და ხარხარით მოცინარი

ხიპიში – შფოთი

ხოში – ლტოლვა

ხოშიანი – არა შუჱნიერი არს, არამედ ნაკლებ ტკბილი

ხურუში – ქუჱნა გრძნობა

ხრამჰესის ია – დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)

ჯაგა – ბარბაროზი

ჯიგარი – უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი

ჰარიფი – უცდელზედ ითქმის





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42