მამა პეტრე: მირჩევნია იქ ვაგო პასუხი სამართლიანად, ვიდრე აქ, უსამართლოდ დავიმსახურო გმირის წოდება...
საზოგადოება - 02:41, 18 Jan, 2014     6152

ჩემი ,,ფაიფურის სული" უამრავი ადამიანის კრიტიკის საგანი გახდა. თანაბრად დავიმსახურე დაფნის და ეკლის გვირგვინი. სიყვარული და სიძულვილი, მოწონება და დაწუნება, ფარისევლობა და გულწრფელობა, მაგრამ ყველა განცდის გათვალისწინებით ერთ დასკვნამდე მივედი: ან ვერ გაიგეს, ან ისე მიიღეს, როგორც მათ სურთ. ძირითადად ეკელსიის ორგულობას და ნიჰილიზმს მედავებიან.

სასაცილოა, მაგრამ ვინც მართლა მიცნობს და მოვლენებს სწორად აფასებს, ის თავად მიხვდება, ,,ბრმად შობილი" საზოგადოება მასობრივი სიბნელის და არაჯანსაღი აზრის მსხვერპლია. უფალი არასდროს უკრძალავს ადამიანს თავისუფალი აზრის გამოთქმას და გამოხატვას. პირიქით, ეს უფლება არა, მოვალეობაცაა. ჩასაფრებული დ სხვისი განკითხვით დაავადებული სული, სიკეთეშიც რომ ბოროტებას ხედავს, სამწუხაროდ შურის და პიროვნული კომპლექსების ბრალია. ,,მამა პეტრე აკრიტიკებს პატრიარქის ეპისტოლეს"-,,ჩუმად" მომისმენია. მე რომ ჩემი უწმინდესი და ქვეყანა მიყვარს, ისე ბევრმა შეიყვაროს და მიწაც ზეცად იქცეოდა. არც ეს არის ტრაგედია. აუტანელი და შემზარავია, როცა იერარქების წინაშე ,,მორჩილ'', ,,მომღიმარ'', ,,ერთგულ'', ,,თავმდაბალ'', ,,წმინდან'' ქვეშევრდომებს რომ უყურებ, რომლებსაც არა მხოლოდ განკითხვით, სიძულვილით აქვთ დამძიმებული სული და ,,კადრს მიღმა'' იმაზე ოცნებობენ, როდის შეიცვლება ყველაფერი... აქ არ დავწერ, რა იგულისხმება ამ ,,ყველაფერში'', ისევ იმიტომ, რომ ვინც მთელი არსით მიყვარს, იმას ვუფრთხილდები. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, აზროვნებით, ცოდნით, განათლებით, რწმენით, შვილთა სიმრავლით, ლოცვით, პოეზიით, სიყვარულით ვცდილობ ეკლესიას და ქვეყანას გამოვადგე, იმ ადამიანებს ვუერთგულო, ვისაც სჯერა ჩემი (ასეთი მრავლადაა). სხვები თუ იატაკქვეშეთიდან ძირს უთხრიან ყველას და ყველაფერს, ჩემს გულისტკივილს დღისით, მზისით ვფენ ყველას გასაგონად და დასანახად, მაგრამ მე ორგული ვარ და სხვები ერთგულად იცავენ კულისებში გამართულ ორთაბრძოლას. არასდროს მიცდია, სხვის დასანახად რამე მეთქვა, მემოქმედა, მეფიქრა, მეზრუნა, ერთგულების დასამტკიცებლად, არც ვიღაცეები დამისმენია და მიქილიკია. ,,ყოველი კაცი ცრუ არს".

ჩემთვის უფალი იესო ქრისტე, ყოველთვის ერთ ღმერთად დარჩება და მას ვერავინ შემიცვლის. ვერასდროს ვიმოქმედებ ისე, რომ მავანთა მოსაწონად ვიცხოვრო, სულ რომ ქვები დამიშინონ და მარიტასავით ტალახში ამომსვარონ. მე მართლა მჯერა სხვებისგან განსხვავებით, უფლის მეუფების და საყოველთაო სამართლის. მირჩევნია იქ ვაგო პასუხი სამართლიანად, ვიდრე აქ, უსამართლოდ დავიმსახურო გმირის წოდება...

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42