ექსკლუზივი: ავეჯის სალონ Embawood-ს უკანონოდ დათხოვილი თანამშრომლები უჩივიან
საზოგადოება - 17:14, 17 Jan, 2014     3475
ავეჯის სალონ „ემბავუდიდან“ დათხოვილი თანამშრომლები „ემბავუდში“ არსებულ კანონდარღვევებზე „ნიუპოსტთან“ საუბრობენ.

როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, „ემბავუდის“ თანამშრომლები სამსახურიდან კონტრაქტის დარღვევითა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ამასთან, ისინი იმ გარემოზეც ჰყვებიან, რაც ამ დროისათვის კომპანიაშია შექმნილი.

მათი თქმით, თანამშრომლებისთვის არ არსებობს სამუშაო პირობები, არის ანტისანიტარია და ხდება არაადამიანური მოპყრობა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას აპირებენ. „ნიუპოსტი“ დაზარალებულების ადვოკატს, ნონა საღარეიშვილს დაუკავშირდა:

„არაადამიანური სიტუაციაა „ემბავუდში“, კანონდარღვევით ეპყრობიან თანამშრომლებს, ყველაფერთან ერთად სისხლის სამართლის დანაშაულიც იკვეთება. ახალი წლის წინა პერიოდში თანამშრომლების უპრეცედენტო რაოდენობას იღებენ, რადგან ამ პერიოდში გაყიდვები პიკს აღწევს, მოგვიანებით კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურებიდან ათავისუფლებენ.

პირველი კონტრაქტი, რომელიც მიღებულ თანამშრომლებს დაუდეს, ძველი შრომის კოდექსის შესაბამისად იყო შედგენილი, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, 15 დღე ამუშავეს და ახალი კონტრაქტი ახალი შრომის კოდექსის თანახმად გაფორმდა. თუმცა მოგვიანებით, თანამშრომლები ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

ახალ შრომის კოდექსში წერია, რომ სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში 40 საათს უნდა შეადგენდეს, თუმცა ეს პირობა არ სრულდება, ხშირ შემთხვევაში მათ დილის 5 საათამდე მუშაობაც უწევთ. ეს საქმე აუცილებლად გადაეცემა პროკურატურას და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, ყოველივე სასამართლომდე მივა“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ადვოკატმა ნონა საღარეიშვილმა.

„ნიუპოსტი“ გათავისუფლებულ თანამშრომელს დავით ჯაბიევსაც დაუკავშირდა, რომელმაც ჩვეთან საუბრისას აღნიშნა, რომ 31 დეკემბერს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ 14 იანვრამდე ამუშავეს, შემდეგ კი განუცხადეს, რომ შემცირებაში მოჰყვა და „ემბავუდის“ თანამშრომელი აღარ იყო:

„სამთვიანი კონტარქტის ვადა 31 დეკემბერს ამოიწურა, ორი კვირა გვამუშავეს, 14 იანვარს კი განაცხადეს, რომ გვათავისუფლებდნენ. ვიკითხე აღნიშნულის მიზეზი და პასუხად მივიღე ის, რომ შემცირებაში მოვყევით. მოვითხოვეთ ძველი კონტრაქტი და მოგვიტანეს კონტრაქტი, რომელიც სრულებით განსხვავებული იყო, ამოღებული იყო გარკვეული მუხლები და არ შეესაბამებოდა იმ პირობებს, რაზეც ჩვენ თავდაპირველად ხელი მოვაწერეთ. რაც შეეხება სამუშაო გარემოს, არაადამიანური გარემოა, გაუსაძლისი პირობებით“, - აღნიშნა დავით ჯაბიევმა.

„ნიუპოსტისთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ „ემბავუდის“ მფლობელი ყოველგვარ კონტაქტს თავს არიდებს. მასთან შეხვედრას გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებადამცველები ვერ ახერხებენ. სააგენტო „ემბავუდის“ იურისტს, მურმან ისაევს დაუკავშირდა:

„ჯერჯერობით სამართლებრივი თვალსაზრისით გაურკვეველი სიტუაციაა, უნდა გავერკვეთ ამ ყოველივეში და კომენტარის გაკეთება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი. პირველ რიგში, უკმაყოფილო თანამშრომლების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უნდა მოხდეს, წამოაყენონ საკუთარი პირობები და მხოლოდ შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმეს გადაწყვეტა.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხელმძღვანელობა ყოველგვარ კონტაქტს თავს არიდებს, არსად არ წერია კანონში რომ დამქირავებელს ადვოკატი უნდა შეხვდეს, დაველოდოთ, სანამ სიტუაციაში გარკვევას შევძლებთ. სამუშაო საათების გადამეტებასთან დაკავშირებით კი ვიტყვი იმას, რომ აქამდე თუ პირობები არ მოსწონდათ, ჩუმად რატომ იყვნენ, გაბრაზებული ადამიანი ყველაფერს იტყვის“, - განაცხადა ისაევმა.

სააგენტომ გათავისუფლებული თანამშრომლების უშუალო ხელმძღვანელთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მასთან საუბარი შეუძლებელია.

„ნიუპოსტი“ კომპანიის მფლობელის მდივანს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ ვერ ხერხდება კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, მივიღეთ მარტივი პასუხი, რომ მომჩივანი თანამშრომლების უფლებადამცველი ფლობს ყოველგვარ ინფორმაციას და შესაბამისი ცნობები მისგან მიგვეღო:

„ჩემთვის უცნობია დეტალები, ამაზე იურისტები მუშაობენ, ვერავის საკონტაქტო ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, როგორც ვიცი, ქალბატონი ნონა ყოველგვარ ინფორმაციას ფლობს და ის გაგარკვევთ ვითარებაში და დაგეხმარებათ“, - განაცხადეს კომპანიაში.

ანანო კვაჭანტირაძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42