შსს-ს პრესსამსახური ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს პასუხობს
საზოგადოება - 15:18, 17 Jan, 2014     3895

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი წერს, რომ მანქანების გატაცების რამდენიმე ფაქტი არ დასტურდება და რამდენიმე შემთხვევას ასახელებს.

ნინო გიორგობიანმა „ფეისბუქზე“ სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ავტომანქანების ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაასახელა და აღნიშნა, რომ შსს-ს ეს ფაქტები არ გაუსაჯაროებია:

„მანქანის „გატაცებებთან“ დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით გახარებული საზოგადოება მინდა დავამწუხრო:

ავჭალაში ავტომანქანის გატაცება არ დადასტურდა. მანქანის მფლობელის განცხადების შემდეგ დადგინდა, რომ წინა ღამით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ავტომანქანის მფლობელი ბოძს შეეჯახა და მანქანა იქვე მიატოვა, სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ქურდობის დანაშაულის არ არსებობის გამო გამოძიება შეწყდება.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილებაში 1 იანვარს, 1970 წელს დაბადებული გოჩა უფლისაშვილის შეტყობინების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (სსსკ-ის 177-ე მუხლით) უფლისაშვილის კუთვნილი „ვაზ 21-08“ მარკის ავტომანქანის მოპარვის შესახებ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ავტომანქანა 1 იანვარს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მფლობელმა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე თავად დატოვა, რაც აღარ ახსოვდა.

სამართალდამცველებმა, „ვაზ 21-08“ მარკის ავტომანქანა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 იანვარს იმავე ადგილზე იპოვეს, სადაც მფლობელმა დატოვა.

აღნიშნულ ავტომანქანას ჩაუტარდა გარეგნული და შიდა დათვალიერება, რის შედეგადაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ავტომანქანას დაზიანებული ან მოპარული არაფერი ჰქონდა. დანაშაულის არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

9 იანვარს თემქის დასახლებაში „გატაცებული“ მანქანა ნაპოვნია. აღმოჩნდა, რომ მეგობარმა (რომელიც ნასვამი იყო) საკუთარი მეგობრის მანქანა მეგობრის დაუკითხავად წაიყვანა და იქვე რამდენიმე მეტრში დატოვა. პოლიციას უკვე დაკავებული ყავს პირი რომელმაც მანქანა წაიყვანა.(პოლიციაში თავად გამოცხადდა მეგობართან ერთად).

2 იანვარს დიღმის მასივში „გატაცებული“ მანქანა მეზობელი კორპუსის ეზოში იპოვნა პოლიციამ. მანქანიდან არაფერია წაღებული და არც მანქანაა დაზიანებული. გამოძიება მალევე შეწყდება, რადაგან აღნიშნული მანქანა მეზობელ ეზოში ოჯახის წევრმა დააყენა“, - წერს ნინო გიორგობიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42