კოკისპირული საფრთხე
პოზიცია - 14:21, 17 Jan, 2014     5810

ძალიან საშიში სიმპტომია ბიზნესმენ ჭყონიას განცხადება ,,მაკდონალდსის“ და ,,კოკა–კოლას“ ფილიალების აფხაზეთში გახსნის შესახებ. ერთბაშაც ჩნდება რამდენიმე უმარტივესი კითხვა: სად და ვის მიერ დარეგისტრირდება ეს ფილიალები,რომელ საგადასახადო ორგანოს გადაუხდის გადასახადებს, დაექვემდებარება თუ არა ჭყონიას ძვირფასი ინგრედიენტები საბაჟო კონტროლს ფსოუსა თუ ენგურზე, ვინ დაბეგრავს მოსაკრებელით და რა ვალუტით? რომელ სასამართლოს მიმართავს ბატონი თემური, თუ ვინიცობაა საქონელი გაუფუჭდა ვინმე ბლაბირხუელი მეისრის ბრალით ან სადმე არასაძიხში გაუქურდეს ,,კოკა–კოლას“ გაწკრიალებული მანქანები ბოთლებიან–ჰამბურგერებიანად? რომელი კანონით მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას ან დამნაშავის დასჯას?

არაფერს ვიტყოდი, ეს რომ მხოლოდ ავტორის როყიო ფანტაზიებად მიმაჩნდეს ან რუსეთს ფეხქვეშ ფიანდაზად გაგორებული მთავრობა არ გვყავდეს.ამ იდეების წყარო კარგად ცნობილია სად უნდა ვეძებოთ და ეხლა ერთბაშად კბილის მოსასინჯად შემოგვიცურეს.

რუსეთს ჰაერივით სჭირდება ახალი იმპულსი აფხაზეთისა და ცხინვალის საქმეში. მისმა აღიარებამ კარიკატურული ფორმა მიიღო, განსაკუთრებით მარგინალური მოკავშირების ფონზე. ვერ დაარწმუნა მსოფლიო ჩვენს ,,დანაშაულებში“ და იმედები მთლად ვერ გაუმართლა მისმა ჯილამაც–შუშის სასახლის ბრძანებელმა, თუმცა ძალიან კი ეცადა. თანაც, სადაც თავის მშვიდობისმოყვარეობის და ცივილიზებულობის წატრაბახებას დააპირებს, ყველგან ოკუპანტის საბუთი ხვდება, რაც ნებისმიერ საერთაშორისო საქმეში დიდად აზიანებს. სულს უხუთავს, მოსვენებას არ აძლევს და ვერც ვერაფერს ცვლის. ასე, რომ მგონი მოსკოვში ახალი შემოვლითი გეგმა მოიფიქრეს და სწრაფოდ ჩამოაწოდეს თავიანთ აქაურ ხელქვეითებს.

ამ გეგმას თუ ოცნებას მარიონეტული რეჟიმების საერთაშორისო ეკონომიკური ლეგალიზაცია უნდა ერქვას. აქედან კი პოლიტიკურ ლეგალიზაციამდე ნამდვილად ერთი ნაბიჯია.

ცხადია, ამინდს ვერ ქმნის ერთი–ორი თურქი თუ ინდოელი ვითომ ინვესტორი, რომელიც ხანდახან შემობოდიალდება აფხაზეთში და შემდეგ იქაური ტელევიზიითაც მოიწონებს თავს უდღეური ბიზნეს–პროექტებით. გაცილებით უფრო მძლავრი იმპულსია საჭირო–საყოველთაოდ ცნობილი ბრენდები, რომლებიც მთელი მსოფლიოს ყურადღება ერთბაშად მიაქცევს ოკუპირებულ რეგიონებს, ეფექტურად და შეუქცევადად დაშლის არაღიარებს საკმაოდ მტკიცე ზღუდებს ლეგალური, დამოუკიდებელი ეკონომიკური და შესაბამისი სამართლებრივი სივრცის შექმნით.

მათ დაარეგისტრებს სოხუმის რეჟიმი, საბაჟო კონტროლს ანქვაბის მებაჟეები გაუწევენ, გადსახადებსაც შეღავათაიანად იქვე რუბლებში გადაახდევინებენ. საჩვენებელ პროცესებსაც მოაწყობენ აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით და კანონებით. რუსი და უცხოელი ჟურნალისტებით პირთამდე გაძეძგილ სასამართლო დარბაზებში კარგა მაგარ სახდელებსაც დააკისრებენ იმ ჩვენი ცოდვით სავსე მეისრეს თუ ჰამბურგერის ქურდს დაზარალებული მსოფლიო ბრენდების ქონების ხელყოფისათვის. ბატონი ჭყონიას, ან კიდევ ვინმე უცხოელ დირექტორს სახოტბო ინტერვიუების ჩამორიგებაღა დარჩებათ იქაური მთავრობის, რუსის ჯარისა, სამართლისა და თავისუფლების სადიდებლად.

ამ გზას ჭყონიასა, თოფაძის, ტყემალაძის, ივანიშვილის ხელშეწყობით ან მათ გარეშე უპრობლემოდ მიჰყვებიან რუსული თუ რაგინდარა ქვეყნის სხვა ბრენდებიც, პირდაპირი საერთაშორისო კავშირებით, ბანკებით, სატრანსპორტო კომპანიებით, აეროპორტით, გემებით და მატარებლებით, მაღალი დონის შეხვედრებითა და ალაფურშეტებით. სულ მალე კი მივიღებთ დასავლური სარეკლამო ფარებით გაჩახჩახებულ აფხაზეთს, პუტინის ჯარით და დე–იურე სახელმწიფო ატრიბუტებით, უსაქართველოდ და უქართველებოდ. ამის შემდეგ კი მოხდება აღიარებების გაგრძელება, რისთვისაც შექმნილი ვითარება ძალიან სერიოზული არგუმენტი იქნება როგორც საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის, ისე პოლიტიკური წრეების მისამხრობად და რასაც რუსული დიპლომატია შესანიშნავად გამოიყენებს.

ასეთი რეალობა უცილობლად დადგება ჭყონიას იდეების დაფრთიანების შემთხვევაში, რასაც მარტო ვერაფრით შეძლებს. ამას ჩვენი მთავრობის სარუსეთო მეცადინეობები სჭირდება, ხოლო ეს უკანასკნელი კი ასეთ მიდრეკილებებს დიდი ხანია ავლენს. პრემიერის განცხადება ამ საკითხზე კონსულტაციების ჩატარების შესახებ ზუსტად ამის დასტურია და ძალიან წააგავს მისი წინამორბედისა და მასწავლებლის ცნობილ გამონათქვამს ევრაზიულ კავშირზე. რა არის აქ საკონსულტაციო და დიდად გასათვლელი, ყველაფერი ხომ ცხადზე უცხადესია. რატომ იმავწუთას არ აღკვეთა ჭყონიას რუსული ვნებები ქვეყნის მეთაურმა, არც განათლება უნდა აკლდეს ამისათვის, სისხარტე თუ სიხისტე. ამაში უნდა იმალებადეს, ალბათ, ამ ისტორიის მეორე მიზეზი. ფსიქოლოგიურად შეგვაჩვიონ ახალ კაპიტულანტურ აზრებს და როდესაც ნამდვილი შემოტევის დრო დადგება, რაც შეიძლება სუსტი უკურეაქცია მიიღონ საზოგადოებისაგან.

ნახსენები ბიზნესმენის ინტელექტუალურ პოტენციალზე მაღალი აზრის არასოდეს ვყოფილვარ. ისევე, როგორც ქვეყნისათვის საბოლოოდ ძირის გამოსათხრელად არასამთავრობოებში ჩამალული ბელად-ოლიგარგარქის, რომლის წაქეზებულიც მგონია ეს ინიციატივა. ამდენად ვუშვებ, რომ ჭყონიას არც კი ჰქონდეს სრულად გაცნობიერებული მისი ,,ნოვატორული მიდგომების“ სახიფათო და საშიში შედეგები. ამიტომ გონზე რომ მოვიყვანოთ ვერცხლით თვალებდაბნელებული ჩვენი მეწარმე და კარგად დავაფიქროთ, იქნებ ცოტა ხნით მაინც შევიცვალოთ ბრენდები და მის ნაჯიბგირალს ლაღიძის წყლები, ხაჭაპური და კუფდარი ვამჯობინოთ.

მალხაზ პატარაია

მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42