„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფაქტებს, რომლებიც, დეპუტატის განცხადებით, შსს-ს არ გაუსაჯაროებია.
ირმა ნადირაშვილს დაზარალებულთა ვინაობასა და იმ ავტომანქანების მარკას, ასევე სახელმწიფო ნომრებს უთითებს, რომლებიც, დეპუტატის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს.
ირმა ნადირაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებში თარიღიცაა მითითებული. ავტომანქანის ქურდობათა უმრავლესობა 2014 წლის იანვარშია ჩადენილი. ამ ფაქტების შესახებ შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„პირველ იანვარს დაუდგენელმა პირებმა დ. წყნეთიდან მოიპარეს რუსთაველის ქ. 5_ის ტერიტორიაზე მდგომი, 1970 წელს დაბადებული გოჩა გივის ძე უფლისაშვილის ავტომანქანა. ვაზ. 2108. ÀDQ785.;
2 იანვარს, დიღმის მასივის მე_4 კვარტლის 24-ე კორპუსში მცხოვრებმა 1971 წელს დაბადებულმა გელა გურამის ძე კუპატაძემ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირმა ეზოდან მოპარა მისი მართვის ქვეშ მყოფი შპს განათება 2011-ის ავტომანქანა „ოპელ ასტრა“. Wws 085;
3 იანვარს, საჩხერის რაუონის სოფელ კორბოულში მცხოვრებმა, 1978 წელს დაბადებულმა ზურაბ ზაქარიას ძე კილაძემ განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირმა ლიბანის ქუჩაზე ეზოდან მოპარა „ოპელ ომეგა“ NTN 905;
9 იანვარს, დაუდგენელმა პირმა თემქის მე-3 მიკრო რაიონის მე-5 კვარტლის მე-15 კორპუსის მინდებარე ტერიტორიიდან გაიტაცა იმავე ეზოში მცხოვრები გიორგი გოჩას ძე მოდებაძის ავტომანქანა „ფოლკსვაგენ გოლფ3“ MOD 200;
12 იანვარს დაუდგენელმა პირმა მოიპარა გლდანის ა მ/რ 52-ე კორპუსთან მდგარი, წიწამურის ქუჩის მცხოვრები, 1982 წ დაბადებული გოგა გოგის ძე რიჟამაძის ავტომანქანა“ აუდი ა-6“ - KPL 777.
მარტო სამ კვირაში მანქანების გატაცების 5 ფაქტია აღრიცხული. თუ ამ ინფორმაციას არასდროს გაასაჯაროებთ, ცხადია, თვის ბოლოს შეგიძლიათ ზარზეიმით აცნობოთ საზოგადოებას, რომ დანაშაულმა 100 პროცენტით იკლო.
ვეკითხები შინაგან საქმეთა მინისტრს: მაშინ, როცა მერაბიშვილის პოლიციაში მუშაობდა, ბოლოს როდის ახსოვს, რომ მანქანა გაიტაცეს?“, - წერს ირმა ნადირაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






