გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ადმინისტრაციულ შენობასთან იკრიბებიან მოვაჭრეებმა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრება ცოტახნის წინ დაიწყეს.
10 მოვაჭრისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი კი ამ წუთებში შიდა ქართლის გუბერნატორს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და გამგებელს ხვდება.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები გუშინ შეთანხმდნენ. დღეს მოვაჭრეებმა ის პირობები უნდა ჩამოაყალიბონ, რომლის დაკმაყოფილებასაც ისინი გორის აგრარული ბაზრის მესაკუთრეებს მოსთხოვენ.
თავის მხრივ ადგილობრივ ხელსიუფლებას იმედი აქვს, რომ ინვესტორთან დაგეგმილი შეხვედრა სასურველი შედეგით დასრულდება და მათ მიერ მოვაჭრეთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
მოვაჭრეები დილიდან გორისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გაემართნენ. აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გიორგი ახალკაცი სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის“ გორიდან
მასალის გამოყენების პირობები






