დღეს სახალხო დამცველის ოფისში, ოსური ფორუმის პრეზენტაცია გაიმართება. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ეს იქნება ომბუდსმენის აპარატის არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომელიც რეკომენდაციებს შეიმუშავებს ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უფლებების დასაცავად, შემუშავებული რეკომენდაციები კი ხელისუფლებას გადაეგზავნება.
,,ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ ოსური ფორუმი, რომელიც იარსებებს სახალხო დამცველის ოფისთან. ეს იქნება სახალხო დამცველის საკონსულტაციო ორგანო. მიზანი იქნება მომზადდეს კონკრეტული რეკომენდაციები იმისათვის, რომ უკეთ იყოს დაცული საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკურად ოსი მოქალაქეები და მათი უფლებები.
ეს იქნება მუდმივი ორგანო. ჩვენ გვექნება ყოველთვიური შეკრებები. თვეში ერთხელ გვექნება კონკრეტულ საკითხზე, კონკრეტულ თემატურ შეხვედრებზე მსჯელობა . მომზადდება რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






