გოდერძი ჯოლოხავას დაკითხვის შემდეგ პირევლი კომენტარი გააკეთა ყოფილი პატიმრის ადვოკატმა. დაცვის მხარე ადასტურებს, რომ ჯოლოხავაზე ზეწოლას ბაჩო ახალაიას გარემოცვა ახორციელებდა . იგი კონკრეტულ პიროვნებებს, დავით საყვარელიძეს და ოლეგ ფაცაციას ასახელებს.
მისივე თქმით, მან პროკურატურას განუცხადა, რომ ჯოლოხავამ ობიექტივის ეთერში სიმართლე ისაუბრა. ადვოკატი დღეს პრესკონფერენციას გამართავს და მოითხოვს ჯოლოხავას უსაფრთხოების მიზნით დაცვა გამოუყონ.
ყოფილმა პატიმარმა გამოძიებითვის მიცემული ჩვენება სამჯერ შეცვალა. ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი საქმის მთავარმა მოწმემ ახალაიას წინააღმდეგ პირველი ჩვენება პროკურატურას მისცა. იგი ზეწოლაში თავდაპირველად ახალაიას გარემოცვას და გენერალ გიგი კალანდაძეს ადანაშაულებდა. ანალოგიური ბრალდებები მოგვიანებით, ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრსაც წაუყენა.
მასალის გამოყენების პირობები






