საქართველოში რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებულია
საზოგადოება - 20:59, 16 Jan, 2014     10448

საქართველოში რძის პროდუქტების 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებულია - ასეთია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სკანდალური დასკვნა.

ცენტრმა რძის პროდუქტებზე მორიგი სპეციალური კვლევა ჩაატარა.

პროდუქტი, რომლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის პროდუქტი არ არის. ორგანიზაციის ცნობით, ფალსიფიცირებულია:

„სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „არაჟანი ექსტრა სანტე 15%“; „სანტე ჯიემთი“ პროდუქტების წარმოებული „მაწონი ექსტრა სანტე 3.2%“; „სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „ხაჭო სანტე 6%”; „სანტე ჯიემთი პროდუქტების“ წარმოებული „სანტისიმო გარგრის ჯემით ხაჭოს დესერტი 3.5%“; „ჯორჯიან ეკოს“ წამოებული „ხაჭო ეკო-ფუდი 9%“; „ჯორჯიან ეკოს“ წამოებული „მილკო ფუდი არაჟანი 15% 1ლ“; „ნატურალ პლუსის“ მიერ წარმოებული „ხაჭო“; „ნატურალ პლუსის“ წარმოებული „არაჟანი 15%“; „ნატურალ პლუსის“ წარმოებული „არაჟანი 25% სვანური 1 ლ“; „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული „მაწონი მე მარგო 15%“; „მომხმარებელი.ჯი-ზე“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნამდვილ რძის პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს სულ 5 პროდუქტი:

„არაჟანი სოფლის ნობათი 15%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 93.2%); „არაჟანი 20% სანტინო“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 99.8%); „მაწონი სანტინო 3.2%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 98.87%);

„სოფლის ნობათი მაწონი 3.2%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 94.46%); „სანტინო ხაჭო 6%“ (რძის ცხიმის შემცველობა პროდუქტის ცხიმში 98.15%); „ჩემი აზრით, ისეთი პროდუქტის ფალსიფიკაცია, როგორიც რძეა, დანაშაულია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ბავშვების მთავარი საკვებია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი სხვა ტიპის საკვები, მაგრამ ვერც ერთი პროდუქტი ვერ ცვლის მას. რძეში შედის ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერება, რომელიც ადვილად ასათვისებელია.

ის ადამიანის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ ასზე მეტ კომპონენტს შეიცავს. ადამიანი ხარჯავს თანხას, ჰგონია, რომ იძენს ძალიან სასარგებლო პროდუქტს და ამ დროს მის ნაცვლად საწამლავს სთავაზობენ!“ - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე. ორგანიზაციის ინფორმაციით, რძის პროდუქტების შემოწმება მომავალშიც განხორციელდება. ცენტრი მომხმარებლებს შეახსენებს, რომ საერთაშორისო სტანდარტით მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი რძის პროდუქტის დასახელებით არ უნდა იყიდებოდეს. 2013 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა 1442 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია.

ხელმომწერები პარლამენტს სთხოვენ, საქართველოში კანონით აიკრძალოს რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი სასურსათო პროდუქტის გაყიდვა, რომლის არსებითი კომპონენტები (მათ შორის, ცხიმი, ცილა) არა ცხოველის რძისგან, არამედ სხვა ნედლეულისგან არის დამზადებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42