კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები: ჩვენი კლიენტის პოლიტიკური დევნით გაოგნებული ვართ
სამართალი - 19:19, 16 Jan, 2014     3220

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია იმაზე, რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ მისი ექსტრადიციის შესახებ ქართული მხარის მოთხოვნაა:

"მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ცილისმწამებლურ ბრალდებებს ჩვენი კლიენტის მიმართ და საფრანგეთიდან ექსტრადიციის პროცედურის განვითარებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გაცნობოთ, რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნაა მისი ექსტრადიციის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ფრანგულ მხარეს გაუგზავნა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი გამოძიება, მით უმეტეს დევნა იარაღით ვაჭრობის აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში არ მიმდინარეობს.

ეს ინფორმაცია არის ცილისწამება და იოლად ექვემდებარება გადამოწმებას საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან. ჩვენ არაერთი სენსიტიური საქმე გვიწარმოებია, როგორც ფრანგი, ისე უცხოელი თანამდებობის პირებისა და საჯარო პერსონების დასაცავად, მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ გაოგნებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეზერაშვილის საქმეში გამოვლენილი უპრეცედენტო პოლიტიკური ზეწოლით, რომელიც დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლოს და ხელისუფლების დათანხმებას ისახავს მიზნად.

გამუდმებული ზეწოლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი კლიენტისადმი წარდგენილი ბრალი და ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სამართლიანი სასამართლოს ფრანგული სტანდარტის უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ქართულ მედიაში გაჟონა სამუშაო დოკუმენტმა, რომელიც ჩვენი მოთხოვნით მომზადდა და რომლის საბოლოო ვერსია ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოს. ეს დოკუმენტი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილი სუფთა და კანონიერ ბიზნესს აწარმოებდა გასული წლების განმავლობაში და აქარწყლებს იმ ბრალდებას, თითქოს ის კორუფციული სქემების მეშვეობით გამდიდრდა", - ნათქვამია კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42