მტკვარზე კუნძულზე განთავსებული ბანაკი დატვირთული არის მრავალი საინტერესო ღონისძიებით.
მოემზადეთ სალაშქრო სეზონისთვის, მოიწყვეთ განტვირთვის 2 დღე მეგობრებთან ერთად ბანაკ "იგლუ"-ში.
გაეცანით ლაშქრობის სპეციფიკას თეორიული და პრაქტიკული ლექციებით.
ისიამოვნეთ სასიამოვნო ატმოსფეროში მუსიკითა და სხვადასხვა ღონისძიებებით.

ექსტრიმის მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ ატრაქციონი "ზიპლაინით" და დაეშვან მტკვარზე გადაჭიმულ თოკზე. ასევე იქნება ლეგენდარული ფილმის "Baraka"ს ჩვენება, მრავალი გასართობი თამაში და სხვა სასიამოვნო მომენტი.
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია იზრუნებს თქვენს ტრანსპორტირებაზე, გართობაზე და ღამისთევაზე კოტეჯებში. ღონისძიება ყოველკვირეული იქნება.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლობას ტელეფონის ნომერზე: 558 044055, გიორგი.


მასალის გამოყენების პირობები






