სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში განთავსებულ 3 მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა
სამართალი - 16:07, 16 Jan, 2014     2727

2014 წლის 14 იანვარს, მსჯავრდებულებს, ბ.ბ-სა და გ.კ-ს აკრძალული საგნის შენახვა-ტარების ფაქტზე, ხოლო მათ თანასაკნელს, ი.ბ-ს ადმინისტრაციაზე თავდასხმის გამო ბრალი წარედგინათ.

გამოძიების მიხედვით, 2013 წლის 22 დეკემბერს, დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული პირადი შემოწმება-დათვალიერების შედეგად, ბ.ბ-ს ლითონის ნაჭრისგან კუსტარულად დამზადებული ცივი იარაღი და ხისგან დამზადებული ორი მჩხვლეტავი ნივთი აღმოაჩნდა, ხოლო გ.კ. ამავე საკანში ინახავდა და დაწესებულების ტერიტორიაზე ატარებდა ორ კუსტარულად დამზადებულ ცივ იარაღსა და ხისგან დამზადებულ მჩხვლეტავ საგანს. აღნიშნული დანაშაული, სასჯელის სახით, 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი.ბ-ს, ის ბ.ბ-სა და გ.კ-სთან ერთად, დაწესებულების თანამშრომლებმა პირადი შემოწმება-დათვალიერების მიზნით საკნიდან სამორიგეო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც ი.ბ. მოულოდნელად თავს დაესხა ინსპექტორ-კონტროლიორ დავით ცერცვაძეს და თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიაყენა.

ი.ბ-ს აღნიშნული ქმედებისთვის ბრალი 378-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ასევე, აკრძალული საგნების შენახვისა და ტარების ფაქტზე მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა.

2014 წლის 15 იანვარს, მსჯავრდებულ ი.ნ.-ს აკრძალული საგნის შენახვის, ტარებისა და სარგებლობის ფაქტზე, სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარედგინა.

გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში განმარტოებით მოთავსებული მსჯავრდებული ი.ნ. საკანში ინახავდა აკრძალულ ბასრ საგანს - დაშლილ ერთჯერად სამართებელს, რომლითაც 2013 წლის 4 ნოემბერს, სხეულზე დაზიანებები მიიყენა. აკრძალული საგანი იმავე დღეს დაწესებულების თანამშრომლებმა ჩამოართვეს.

აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42