ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ და ზაზა ბიბილაშვილმა ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამების კალენდარი შექმნეს.
ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამთა კალენდრის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. კალენდარში ყველა ის ფრაზა თუ სიტყვაა შესული, რომელიც ივანიშვილმა პოლიტიკოსობისას წარმოთქვა.
2014 წლის კალენდარში თითოეულ კვირას ივანიშვილის თითო გამონათქვამი ახლავს. როგორც ავტორები ამბობენ, კალენდარი ნებისმიერი ასაკის ადამიანიეთვის სასიამოვნო წასაკითხია. რაც შეეხება მისი შექმნის იდეას, ავტორების თქმით, სურდათ არ დაკარგულიყო და დავიწყებას არ მიცემოდა ის ფრაზები, რომლებიც ყოფილმა პრემიერმა გამოიყენა.
კალენდრის ყიდვა მომავალი კვირიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
პრეზენტაცია 17 იანვარს, 18:00 საათზე წიგნის მაღაზიაში "სანტა ესპერანსა" (სანკტ-პეტერბურგის 12, "თიბისი ბანკის" სათაო ოფისთან ახლოს) შედგება.
მასალის გამოყენების პირობები






