ტელეკომპანია „ობიექტივის“ დამფუძნებელი პატიმარ გოდერძი ჯოლოხავას საქმზე დაკითხვაზეა დაბარებული.
„მივცემ ჩვენებას და აღვწერ გარემოებას რასაც ადგილი ჰქონდა გოდერძი ჯოლოხავასთან მიმართებაში. ყველა კითხვაზე მე თავისუფლად გავცემ პასუხს, მე მივაწვდი პროკურატურას სატელეფონო ჩანაწერებს, ასევე სატელეფონო ნომრებს საიდანაც ემუქრებოდნენ გოდერძი ჯოლოხავას დარწმუნებული ვარ, რომ ძიება ობიექტურად წარიმართება და ყველა ის პირი ვინც დაასახელა გოდერძი ჯოლოხავამ და ვინც ახორციელებდა მასზე ზეწოლას უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა ინაშვილმა.
გოდერძი ჯოლოხავასთან დაკავშირებით, დღის ბოლოს ბაჩო ახალაიას მეუღლემ სოციალური ქსელით ფარული ვიდეო ჩანაწერი გაავრცელა. ახალაიას ინტერესების დამცველთა მტკიცებით, ჩანაწერში გოდერძი ჯოლოხავას ადვოკატ გიორგი ონიანისა და ანი ნადარეიშვილის ადვოკატი მოწმეს მხოლოდ სიმართლის თქმას სთხოვს. აქვე ისმის რომ თითქოს ჯოლოხავა ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.
გოდერძი ჯოლოხავას დაკითხვა ღამის სამს აათამდე გაგარძელდა. თბილისის პროკურატურიდან გამოსულ ჯოლოხავასა და მის ადვოკატს ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






