მთავარი პროკურატურა ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ბიზნესსაქმინობითა და ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ქონებით დაინტერესდება.
ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი: ,,მთავარი პროკურატურა დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის.
აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს.
დავით კეზერაშვილი 2003 - 2008 წლებში იყო საჯარო მოხელე, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა.
აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნეს-სექტორში გადასვლის შემდეგ, მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში. „- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






