ალექსანდრე მაკედონელი მცენარე veratrum album-ისაგან შემთხვევითი მოწამვლის გამო დაიღუპა, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სწავლულები, რომელთაც სტატია ჟურნალ „კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში“ გამოაქვეყნეს.
veratrum album, მცენარე ერთნახევარ მეტრს აღწევს, ხარობს ევროპის სამხრეთსა და აზიაში. ის ძლიერ შხამიანად ითვლება. მას, როგორც ყველა შხამს, სამედიცინო გამოყენებაც გააჩნია, წერენ ბრიტანელი ტოქსიკოლოგები.
ჩვენს ერამდე 323 წელს, თვითმხილველთა მიერ დატოვებული, ისტორიაში უდიდესი დამპყრობლის სიკვდილის გარემოებების ვრცელი აღწერილობის შესწავლით, ტოქსიკოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალექსანდრე ჭრილობებისაგან ძლიერ დასუსტებული იყო და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო. ის ბევრს სვამდა და ნადიმებზე გონება არაერთხელ დაკარგა. veratrum album-ისაგან დამზადებულ სასმელს თაფლით, ბერძენი ექიმები თავის დროზე აძლევდნენ ბოროტი სულების განსადევნად, ასევე, ღებინების გამოსაწვევად. ავადმყოფობა ალექსანდრეს ბაღდადში შეეყარა.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ იმ სიმპტომების აღწერილობა, რაც მაკედონელს აწუხებდა, - ხანგრძლივი ღებინება, კრუნჩხვები, კუნთების მოდუნება და პულსის შენელება ადასტურებს დასუსტებულ ორგანიზმზე ლილიასებურთა ოჯახის მცენარე veratrum album-ის - ზემოქმედებას.
ალექსანდრე მაკედონელი, იგივე - ალექსანდრე დიდი, ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწეა. მისი დაპყრობების შედეგად შექნილი იმპერია, დუნაიდან ინდამდე გრძელდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






