კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ენერჯი გრუპის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზია გააუქმა
სამართალი - 16:12, 15 Jan, 2014     2020

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო “ზენიტის“) სამაუწყებლო ლიცენზია გააუქმა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ და 2013 წლის 1 ნოემბრის ამ კონკურსში გამრჯვებული კომპანიისთვის, შპს „ენერჯი გრუპისთვის“, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად გამოაცხადა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად 2013 წლის ნოემბრის თვეში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც, კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენს შპს „ენერჯი გრუპის“ (ბრენდული სახელწოდება რადიო „ზენიტი“) დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც არის (ეს ინფორმაცია კონკურსის ჩატარების მომენტისთვის კომისიისთვის უცნობი იყო). საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.

კომისიაში 2013 წლის 26 აგვისტოს, რადიომაუწყებლობის კონკურსის ჩატარების მომენტისთვის, შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციაშიც აღნიშნული ინფორმაცია მითითებული არ ყოფილა. ეს ინფორმაცია, როგორც უკვე ზემოთ ითქვა კომისიისთვის 2013 წლის ნოემბრის თვეში გახდა ცნობილი, რის შემდეგაც დაიწყო საჯარო ადმინისტარციული წარმოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42