უგულავა: მოწმე მოდულის შენობაში დაიბარეს, უკანა კარიდან გაიყვანეს და 2 საათი აყურყუტეს
სამართალი - 15:50, 15 Jan, 2014     1815

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მას პოლიტიკურ აქტიურობაში, მოახლოებული არჩევნებიდან გამომდინარე, ხელი შეუშალოს:

"მოწმემ ისაუბრა იმ პირობებზე, რომელშიც იგი დაკითხეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გამოხატავს დღევანდელი ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის მუშაობას. მოწმეს ტელეფონით შეატყობინეს და დაიბარეს სულ სხვა შენობაში - მოდულში.

არ უთხრეს, რაზე აყურყუტეს ორი საათის განმავლობაში. შემდეგ უკანა კარიდან გაიყვანეს და სხვა ხალხმა ჩაისვა მანქანაში და გადაიყვანეს ფინანსურ პოლიციაში. ეს ხდებოდა ღამით, 12 საათის შემდეგ. ეს გარემოება მაშინვე გავასაჩივრეთ, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ადამიანის დატყვევებას. მიუხედავად ყველა ამ წინაპირობისა და პრობლემისა, დღევანდელი ჩვენებიდანაც კარგად ჩანდა, რომ ეს არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული საქმე – "ტელეიმედის" საკითხი და რიყის გასხვისების საკითხი.

ვერც ერთი მოწმე ვერ და არ საუბრობს იმაზე, რომ რაიმე დანაშაულის შემცველი იყო რომელიმე გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ პროცესები, რომელიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს არის აბსოლუტურად პოლიტიკური. მას აქვს მხოლოდ ერთადერთი ამოცანა, რომ ჩამომაშოროს საქმიანობას და შემიზღუდოს პოლიტიკური აქტიურობის შესაძლებლობა. განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების გზით და ეს უფრო და უფრო ნათელი ხდება სასამართლო სხდომამდე", - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42