გორის აგრარული ბაზრის საინიციატივო ჯგუფი, ამ წუთებში გორის ადმინისტრაციულ შენობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრას ესწრებიან შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაპუნა კობერიძე. მათ საინიციატივო ჯგუფის წევრები იმ მიზეზებს აცნობენ, თუ რატომ არ სურთ მოვაჭრეებს მათთვის გამოყოფილ ახალ ფართზე გადასვლა.
როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი იუწყება, ამ წუთებში შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა. მოვაჭრეები ადმინისტრაციის შენობაში ცდილობდნენ შეღწევას, ამის საშუალება კი მათ დაცვამ არ მისცა.
მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები და სიტუაციის მკაცრი კონტოლი მიმდინარეობს. აქიის მონაწილეები გორის ცენტრალურ მოედანზე რჩებიან.
მათი განცხადებით არ აპირებენ დაშლას მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
გიორგი ახალკაცი, "ნიუპოსტი", გორი
მასალის გამოყენების პირობები






