დაახლოებით ერთი საათის წინ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ახალაიას ოჯახის წევრებისა და ახლობლებისგან ზეწოლას განიცდიდა და ანი ნადარეიშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოინტერვიუ მხოლოდ ამის შემდეგ ჩაწერა, ანი ნადარეიშვილი, გიორგი ონიანი და გიორგი კალანდაძე გამოეხმაურნენ:
„რამდენიმე წუთის წინ ობიექტივის ტელეეთერით ყოფილმა პატიმარმა გოდერძი ჯოლოხავამ განაცხადა, რომ ჩვენ მას დავემუქრეთ შვილის და ძმიშვილების მოკვლით და ესე ვაიძულეთ იმ ინტერვიუს ჩაწერა, რომელიც გუშინ გავავრცელეთ.
სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე და საჯაროდ ვითხოვთ, ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერი ტელეეთერის მეშვეობით, გარდა ობიექტივის ტელევიზიისა, პირდაპირ ეთერში გამოვკითხოთ გოდერძი ჯოლოხავა, სადაც ჩვენ საზოგადოებას დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს.
ვითხოვთ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე და ასევე საჯაროდ გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოში შევიტანთ სარჩელს ცილისწამებაზე ჯოლოხავას და ინაშვილის მიმართ!
ანი ნადარეიშვილი
გიორგი ონიანი
გიორგი კალანდაძე“.
მასალის გამოყენების პირობები






