გოდერძი ჯოლოხავა: „ახალაიას ხალხი შვილის და ძმისშვილების მოკვლით დამემუქრა“
საზოგადოება - 23:42, 14 Jan, 2014     5841

მედიაკავშირმა „ობიექტივმა“ რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში ჩართო სტუდია, სადაც ჟურნალისტ ირმა ინაშვილის სტუმარი ყოფილი პატიმარი და სკანდალური აღიარების ავტორი გოდერძი ჯოლოხავა იყო.

ირმა ინაშვილთან საუბარში ამჯერად ჯოლოხავა აცხადებს, რომ თავდაპირველი ინტერვიუ, სადაც პატიმართა წამების შესახებ საუბრობდა, „ახალაიას ხალხის მხრიდან“ ზეწოლის შედეგად შეცვალა.

ირმა ინაშვილის თქმით, ჯოლოხავა, რომლის ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ვარაუდობდა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, სმს-ით დაუკავშირდა ადვოკატ ჯუმბერ მილორავას და შემდეგ თავად ჟურნალიტს, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი დაიგეგმა.

გოდერძი ჯოლოხავა აცხადებს:

„იყო მუქარები შვილისა და ძმისშვილების მისამართით, რომ ცოტა ხანში არცერთი ცოცხალი არ მეყოლებოდა. გიგი კალანდაძე და ვინმე რუსლანი მემუქრებოდა. მე დავთანხმდი, რომ თუ არ იქნებოდა საფრთხე, მე ისე ვისაუბრებდი, როგორც მათ მითხრეს. ინტერვიუ ახალაიას მეუღლემ ჩაიწერა და კითხვებს გიორგი ონიანი მისვამდა.

გოდერძი ჯოლოხავა აცხადებს, რომ ჩვენების შეცვლის გამო არანაირი ანაზღაურება არ მიუღია და გადაწყვეტილება „ახალაიას ხალხის“ ზეწოლისა და მუქარების შედეგად მიიღო:

„მათ მე ისეთი საბუთები მაჩვენეს, რომლითაც დამარწმუნეს, რომ ამ ხელისუფლებაშიც ჰყავდათ ხალხი და შემეშინდა“, - აცხადებს ჯოლოხავა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში.

გოდერძი ჯოლოხავას თქმით, ოდესაში გამგზავრება „ახალაიას ხალხმა“ აიძულა, ბილეთი აუღო და გაამგზავრა, იქ კი „მათი კაცი“ დახვდა:

„ოდესაშიც იმათი კაცი იყო, ოღონდ მე არ ვიცი სახელი და გვარი, ვინ იყო. ბინა მათ მიქირავეს და პერიოდულად მაწვდიდნენ თანხას, ჩემი პასპორტი კი მათ ჰქონდათ“, - აცხადებს გოდერძი ჯოლოხავა. მისი თქმით, საქართველოში აგვისტოში ჩამოვიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42