ყველამ კარგად იცის ალბინიზმის შესახებ. ეს არის კანის, თმის, თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის თანდაყოლილი არ ქონა ადამიანებსა და ცხოველებში. როგორც წესი, ალბინოსების სიმრავლეს ტანზანია განიცდის. აქ 200 000 -ზე მეტი ალბინოსი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომიდინარე, ტანზანიაში ალბინოსად დაბადება სიკვდილის ტოლფასია. ადგილობრივები ალბინოსებს მააჯაბუს, ანუ საოცრებას უწოდებენ და ხან ღვთის სასწაულად მიიჩნევენ მათ, ხან კი წყევლად. სწორედ ამიტომ, ალბინოსების ცხოვრება ტანზანიაში კოშმარად იქცა. მაგიის მიმდევრები მათ მოსაკლავად დასდევენ, რადგან ჰგონიათ, რომ ალბინოსთა სხეულის ნაწილები ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. როგორც წესი, ალბინოსი ადამიანის სხეულის ნაწილების სრული კომპლექტი : ყურები, ცხვირი, ენა, გენიტალიები და ხელ-ფეხი 50 000 დოლარზე მეტი ღირს.
ხშირად ალბინოსებს ცოცხლადაც მარხავენ, ამიტომ თავის დასაცავად მოზარდები სახლებიდან ცივი იარაღით გადიან.
ინდოეთში მცხოვრებ წყვილს კი საოცრად სურდა ვაჟის ყოლა, თუმცა ღმერთმა მათ გვარიდ გამგრძელებელი არ აჩუქა. პრობლემის მოსაგვარებლა წყვილი გურუსთან მივიდა, რომელმაც მათ ბავშვის მოტაცება და მსხვერპლად შეწირვა ურჩია. წყვილმა დაუჯერა მას და მეზობელი ოჯახის პატარა, 6 წლის მონო კუმარი მოიტაცა. დაქორწინებულებმა ბავშვი საზარლად მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს. სწორედ ისე, როგორც მათ გურუმ ურჩია.
2010 წლის მარტში კი ბანგლადეშში შემზარავი შემთხვევა მოხდა. ოჯახმა, რომელიც აგურის გალავანს აშენებდა, აგურის ნაკლებობის გამო, მოხელე კედლის შიგთავსაც გამოსაყენებლად გაიმეტა. ამისათვის ოჯახმა თავის 4 მოხელეს ერთ-ერთი მათგანის მოკვლა დაავალა და მისი სხეული გამოიყენა.

მასალის გამოყენების პირობები






