ქუთაისის ციხის ყოფილ უფროსს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი - 20:04, 14 Jan, 2014     1774

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის N 2 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დიმიტრი ჯიჭონაია პატიმართა მიმართ განხორციელებულ ცემა - წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნო და 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მთავარი პროკურატურის ცნობით, დიმიტრი ჯიჭონაია აღნიშნული ბრალდებით 2013 წლის 15 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა პატიმართა მიმართ განხორციელებული ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ოთხ ეპიზოდზე.

კერძოდ, 2011 წლის 5 აგვისტოს პატიმრების გ.ფ-სა და დ.თ-ს მიმართ, რადიოს მაღალ ხმაზე ჩართვის გამო დასჯის მიზნით, ცემა წამების ორი ეპიზოდი, დანაშაულები გათვალისწინებული სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტით.

ასევე, 2012 წლის თებერვალსა და აგვისტოში პატიმრების რ.გ-სა და ზ.დ-ს მიმართ არაადამიანური მოპყრბის ორი ეპიზოდი. დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ გამოძიების შედეგად შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ოთხივე ეპიზოდში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42