შემთხვევითობისგან დაცვა თუ რეპეტიტორების სარგებელი - რას ემსახურება მე-5 სავარაუდო პასუხი ზოგად უნარებში
პოზიცია - 18:33, 14 Jan, 2014     4789

ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის სიახლე იგეგმება, ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ფაქტს აბიტურიენტის მიერ სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობის შემცირებით ხსნიან.

რესურს-ცენტრში განმარტავენ, რომ ზოგად უნარებში შემთხვევით პასუხების ამოცნობის ალბათობა 21 ქულის პირებობეში 30 %-ია, 19 ქულის დაგროვების ალბათობა კი თითქმის 45%. გამომდინარე აქედან, ცენტრის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ასეთი ბრმა შემოხაზვის შემთხვევაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შესაძლოა თითქმის ყოველმა მეორე აბტურიენტმა გადალახოს. პრობლემის თავიდან აცილების გზად კი ორ საშუალებას მიიჩნევენ, კერძოდ: მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევაა, რაც წელს მოხდება, მეორე მეთოდად კი ზოგიერთი დავალებისათვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებაა. როგორც ცენტრში განამრტავენ მეხუთე სავააუდო პასუხის არ დაემატება ტექსტებს და წინადადების შევსებას და ის შესაძლოა მხოლოდ ვერბალურ ნაწილში შესაძლოა ანალოგიის ტიპის დავალებებსა და ლოგიკას დაემატოს.

აღნიშნულ ინიციატივას განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეხმაურება, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში კატეგორიულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აბიტურიენტმა ,,შემთხვევითობის თეორიის“ მიხედვით შეძლოს, ზოგადი უნარების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა.

_ჩემი მინისტრობის პერიოდში მე ამ თემაზე მქონდა კამათი მაია მიმინოშვილთან, გასაგებია, რომ ის პროფესიონალია თავისი საქმის, მაგრამ ვეწინააღმდეგებოდი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ რეალურად ეს არაფერს არ შეცვლის. პირველი არგუმენტი, რომელიც მაიას მოჰყავდა, მდგომარეობდა იმაში, რომ არსებობს შემთხვევითობის თეორია, ანუ ის უდგება საკითხს ამ შემთხვევითობის თეორიიდან გამომდინარე, რომ შეიძლება აბიტურიენტმა 20-25%-ში ასე ვთქვათ ,,გაარტყას“ პასუხი.

_სწორედ ეგ არის მთავარი არგუმენტი, კერძოდ რესურს-ცენტრი აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევითობის პირობებში, შესაძლოა ყველა მეორემ გადალახოს მინიმალური ზღვარი... თქვენ რას უპირისპირებთ დღესაც ამ არგუმენტს?

_ჩემი არგუმენტი თავის დროზე იყო შემდეგი: შემთხვევითობის თეორია გასაგებია, მაგრამ არსებობს მათემატიკაში სამი მცნება - არის კანონი, აქსიომა და თეორემა. შემთხვევითობის თეორია, ეს არის თეორემა, რომელსაც კანონის ძალა არ აქვს. თეორია არ არის დამტკიცებული კანონი, რომელიც გარდაუვლად შესრულდება. თეორიის დროს შენ ამის შესაძლებლობას უშვებ. თუ ჩვენ თეორიას შევხედავთ, როგორც კანონს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლებოდა კაზინოში დიდი ფულის მოგება, ვიქნებოდით ძალიან მდიდარი ხალხი და კაზინოები აღარ იარსებებდა, ანუ თეორიულად არის ამის შანსი.

მაიასთან საუბრისას მე ყოველთვის მომქონდა ასეთი მაგალითი: მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა იბომბებოდა ლენინგრადი, იქ იყო ერთი დიდი პროფესორი, ებრაელი მათემატიკოსი, რომელიც არასოდეს არ ჩადიოდა ბუნკერში და ამის მიზეზდ ასახელებდა იმას, რომ შემთხვევითობის თეორიიდან გამომდინარე მე ბომბი არ დამეცემა, მას ეს გათვლილი ჰქონდა, ერთ დღეს ჩავიდა ბუნკერში და ყველა გაოცდა და კითხეს თუ რატომ მივიდა. პროფესორმა უპასუხა, რომ დაბომბვის დროს ბომბი მოხვდა სპილოს და შემთხვევის თეორიიდან გამომდინარე სპილოს შანსი მილიონჯერ ნაკლები ჰქონდა, ვიდრე მეო. ანუ თვითონაც უარყო მეცნიერმა შემთხვევითობის თეორიის არსი. მე ეს მაგალითი მომყავს იმიტომ, რომ თეორია კი ბატონო გასაგებია, შეიძლება ვინმემ ,,გაარტყას“ რაღაც პასუხის დროს, მაგრამ ზეგავლენის კოეფიციენტი იმდენად დაბალია, რომ ამ შემთხვევის თორიიდან გამომდინარე 6 თვით ადრე ბავშვებისთვის შეცვლა არაფრის მომტანი არ არის...

_მაშინ რა მოტივი აქვს განათლების სამინისტროს?

_ერთადერთი, რასაც მე თავის დროზეც ვამბობდი, არის ის, რომ გაიზრდება რეპეტიტორებთან მომზადების ფასი.

_არის კი მეხუთე სავარაუდო პასუხში ისეთი, რაც დამატებით მოითხოვს რეპტიტორების მოთხოვნილების გაზრდას?

_არაფერი არ არის მასში დამატებითი, შინაარსობრივად არის ნულოვანი, მაგრამ ძალიან ბევრი რეპეტიტორი, ჩემი აზრით, შეეცდება თანხის გაზრდას და ასე ვთქვათ მშობლების ,,დაბოლებას“ იმ მოტივით, რომ ეხლა გამოცდები უფრო გართულდა. არცერთი ბავშვი არ გადის გამოცდაზე შემთხვევის თეორიიდან გამომდინარე, არავის არ აქვს იმის განცდა, რომ იქნებ გაარტყას პასუხები. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მინისტრობის პერიოდში მე არ მინახავს არცერთი ბავშვი, რომელიც უნარებში გასულიყო შემთხვევითობის თეორიების იმედად. უნარების გაზრდა ხელოვნურად არ ხდება, შენ უნარები ან გაქვს და ან არა. უნარებში მომზადება ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სიამოვნებაა მშობლისთვის, ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც ვიმეორებ, რომ უნარებში მომზადებას აზრი არ აქვს. რას აკეთებს რეპეტიტორი? ის უხსნის სქემას, თუ რითი ხდება მომზადება ამ გამოცდისთვის. უნარები ყალიბდება 8 სავალდებულო საგნის სწავლის შედეგად, ეს არის - ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქართული ენა, უცხოენა, ისტორია და გეოგრაფია. ამდენად, ეს ცვლილება არაფერს არ მოიტანს, არც უნარების უკეთ შესწავლას გაზრდის და არც განათლების დონეს აამაღლებს. ერთადერთი რაც შეიძლება მოჰყვეს, ამით იხეირებენ არაკეთილსინდისიერი რეპეტიტორები.

_თუკი მაია მიმინოშვილი თავის დროზეც საუბრობდა ამ საკითხზე, სტატისტიკური მონაცემები მაინც თუ არსებობდა, სავარაუდოდ რამდენმა ბავშვმა შეძლო შემთხვევით სწორი პასუხის გაცემა ზოგადი უნარების გამოცდებზე?

_ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. როგორ უნდა მოხდეს ამის მათემატიკურად გათვლა, ამიტომ რჩება თეორია თეორიად. ეს რომ ბუნებაში შესაძლებელი ყოფილიყო, მაშინ თეორიულს გადაიყვანდი კანონში და კანონზომიერად გათვლიდი. ამას რომ კანონზომიერება ჰქონოდა, მაშინ აბიტურიენტი გამოცდაზე შემოხაზავდა ყველა ,,ბ“ პასუხს და 20-25%-ს აიღებდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42