ამ წლებში, დაკვეთის საერთო ღირებულებამ 200 მილიონ ლარამდე შეადგინა.
საბიუჯეტო სახსრებიდან გაცემული თანხების განკარგვას კომპანია ,,ენ- სი-სი’’ სხვადასხვა კორუფციული სქემებით ასრულებდა.
,,გიორგი ქელბაქიანის პირადი კომპიუტერის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ,,ენ-სი-სი’’-ს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე გიორგი ქელბაქიანს ელექტრონული საშუალებით უგზავნიდა ცხრილებს, სადაც ჩანს, რა თანხებს უგზავნიდნენ 2009-2013 წლებში სამშენებლო სამუშაოებისათვის ფიზიკურ პირ გოჩა დარსაძეს. ლეპტოპის ინფორმაციასა და საბანკო ანგარიშებს შორის აღმოჩნდა რადიკალური განსხვავებები. შპს ,,ენ-სი-სი’’-ს მიერ გოჩა დარსაძისთვის და მისივე კონტროლქვეშ მყოფ შპს "გვირაბგამყვანისათვის" ჩარიცხულია 6 მილიონ 589 ათასი ლარი, საიდანაც ქელბაქიანმა და ჩოგოვაძემ ე.წ. ატკატის სახით, 2 მილიონ 535 ათასი ლარი უკან დაიბრუნეს’’, - განაცხადა უფროსმა ნინო გიორგობიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
თავდაპირველად არჩილ ჩოგოვაძემ და გოჩა დარსაძემ რაიმე სამართალდარღვევის ფაქტი უარყვეს, ხოლო დამატებითი დაკითხვის შემდეგ, გოჩა დარსაძემ განაცხადა, რომ ვიდრე პირველ დაკითხვაზე გამოცხადდებოდა, ის და ,,გვირაბგამყვანის'' დირექტორი იმედა ბოჭორიშვილი არჩილ ჩოგოვაძემ გააფრთხილა, რომ გამოძიებისთვის მიეცათ ცრუ ჩვენება, რომ ამონაწერებში ნაჩვენები თანხები სრულად ჰქონდათ მიღებული.
გიორგობიანის თქმით, გოჩა დარსაძემ გამოძიებას მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2010 წელს მას გიორგი ქელბაქიანმა შეუკვეთა სამი სააგარაკე სახლის მშენებლობა, რომელთა შორის ერთი შენდებოდა მისთვის უცნობი პირისათვის. მშენებლობა მიმდინარეობდა "ენ-სი-სი"-ს კუთვნილი თანხებით, რომელიც 100 პროცენტით საბიუჯეტოა. აქედან გამომდინარე, გამოძიება დაადგენს, ხომ არ ჰყავდა კომპანიას ფარული ბენეფიციარი სახელმწიფო მოხელის სახით, რომელსაც ეკუთვნოდა მესამე სახლი, - აღნიშნა გიორგობიანმა.
ამასთან აღნიშნული კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს და დეკლარაციებს აბარებდა ნულოვანი მოგებით.
მასალის გამოყენების პირობები






