ვალერიან გორგილაძე: ნატო მეტად უნდა დაინტერესდეს საქართველოს მოსახლეობის განწყობებით
პოზიცია - 13:19, 23 Nov, 2012     955
და „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული აქტივობის ფონზე უფრო მეტი ნეგატივი გამოიღო, ვიდრე პოზიტივი“- აცხადებს საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტთან საუბარში სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე.

_ბატონო ვალერიან, მოგეხსენებათ, რამდნეიმე დღის წინ დასრულდა ქართული დელეგაციის პირველი ვიზიტი ბრიუსელში და რამდენიმედღიანი დაძაბულობაც -რას გვეტყოდნენ უცხოეთში. მათ გვითხრეს ის, რასაც ველოდით, რომ ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ამის პარალალურად ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი და ეფექტური იყო ახალი ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნაზე?


_ არ ვფიქრობ, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. მიმაჩნია, რომ სამართლებრივი დევნა, რომელიც დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის პირველ საერთაშორისო ვიზიტს, არის ლოგიკური და მოსალოდნელი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სამართლიანობის აღდგენასთან. სხვათაშორის, სწორედ ამ მოთხოვნას უყუნებდა ამომრჩეველი აწ უკვე მართველ ძალას და საზოგადოებრივი დაკვეთის იგნორირება, სხვა თუ არაფერი, პრობლემებს შეუქმნიდა თავად „ქართულ ოცნების“ კოალიციას. რაც შეეხება ახალი ხელისუფლებია ეფექტიანობას საერთაშორისო არენაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი, ორგანიზაციული, ინფორმაციის უზრუნველყოფის და მხარდაჭერის კუთხით სუსტად იყო წარმოდგენილი და „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული აქტივობის ფონზე უფრო მეტი ნეგატივი გამოიღო, ვიდრე პოზიტივი, როგორც ქვეყნისათვის ასევე მმართველი ძალისათვის.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის 47,7 პროცენტი თანახმაა, გაწყვიტოს ამერიკასთან პარტნიორობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების სანაცვლოდ.ახლაც ასე ფიქრობთ?

_ თუ რასმუნსენი კვლავ გააგრძელებს მსგავს რიტორიკას, ვგულისხმობ მისი მხრიდან ამჟამინდელი ხელისუფლების მწვავე კრიტიკას, ეს მაჩვენებელი შეიძლება უფრო გაიზარდოს. ამდენად, თუ კი ნატო დაინტერესებულია საქართველოს ინტეგრაციის პროცესში ევრო-ატლანტიკურ სივრცეში და ეს პროცესი არ ატარებს ცალმხრივ ხასიათს, ნატო მეტად უნდა დაინტერესდეს საქართველოს მოსახლეობის განწყობებით, მოლოდინებით და დამოკიდებულებით სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ.

_ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საზოგადოებაში პროამერიკული განწყობა შესუსტდა, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად რამ განაპირობა ეს ყველაფერი?

_ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჰქონდა იმის განცდა, რომ ამერიკა დაგვიცავდა იმპერიის სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლისაგან. როდესაც მოსახლეობამ დაინახა ბატუმის პორტში მომდგარი ამერიკული სამხედრო გემი და იხილა სასმელი წყალით დატვირთული კონტეინერები, არარაციონალური მოლოდინი იმისა, რომ ამერიკა ჩვენი გულისთვის ჩაებმეოდა რუსებთან სამხედრო დაპირისპირებაში ფუჭი აღმოჩნდა. ფრუსტრაცია, როგორც დამთრგუნველი დაძაბულობის რეაქცია აქაც იჩინა თავი და დაუცველობის შეგრძნებამ შექმნა გარკვეული სკეპსისი ამერიკელების მიმართ.

_ დიალოგი რუსეთთან, ამის პარალელარად კი სწრაფვა ნატოსკენ-როგორ ფიქრობთ, დაუჯერებლად არ ჟღერს?

_ რთულად ჟღერს, მაგრამ დაუჯერებელი არაფერია დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ გვჭირდება რუსული ეკონომიკური და კულტურული სივრცე, რომელშიც ჩვენ ტრადიციულად მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოვირჩეოდით, სხვათაშორის ევროპისაგან განსხვავებით სადაც ჩვენი კონკურენტუნარიანობა ძალზედ სუსტია, გარდა ამისა არის ბევრი თემატური საკითხი სადაც რუსებთან თანამშრომლობა შესაძლებელია. მაგალითად, ინვესტიციები, ჰუმანიტარული სფერო, ბიზნესი, ენერგეტიკა.

_ ყველაფრის გათვალისწინებით, რა შანსები იკვეთება ნატოში ინტეგრაციის?თუ ეს მხოლოდ სასაუბრო თემაა და რაღაც მიუწვდომელი ოცნება?

_ ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე, ბევრი რამ კი იმ გეოპოლიტიკურ პროცესებზე, რომლის დასრულებაც უნდა ვივარაუდოთ მომდევნო ათი წლის განმავლობაში.

_ ახალი ხელისუფლება, ძველი ხელისუფლების შეცდომების გათვალისწინების პარალელურად ცოტა ქაოტურად იქცევა. თითქოს არც ხელისუფლების გადაბარებისთვის იყო მზად და არც ახალი რეალობის შესაქმნელად. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს?

_ და რა გვაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას? ნორმალურ ქვეყნებშიც კი ხელისუფლების ტრანზიციის პროცესი 100 დღის ითვლის და საქართველო ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა დაგროვილი პრობლემების სიმძიმით და სიმწვავით. გარდა ამისა, არსებობს ობიექტური ფაქტორი, რომლის უგულველყოფა შეუძლებელია - საქართველოში ყველა მიმართულებით შეიმჩნევა კვალიფიციური ადამიანური რესურსის მწვავე დეფიციტი.

_ გამუდმებული პროტესტი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათი ოპოზიციაში ყოფნის დროს არავის უკვირდა. ისინი დეკლარირებდნენ, რომ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და ყველა ამ პროტესტს პირველ რიგში მოაგვარებდნენ. ახლა აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია პოლიტპატიმრების ბედი, ან შეიქმნება და ან არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, დაწუნებულია ბიუჯეტიც. რა ხდება, თქვენი აზრით?

_ პოლიტპატიმრების და სხვა „პროტესტების“ რაოდენობა და სიმწვავის ხარისხი იმდენად დიდია, რომ ხელისუფლება ამ პრობლემებს ერთი თვის განმავლობაში ვერ მოაგვარებდა, და მგონია, რომ ყველა ნორმალურადმოაზროვნე ადამიანს ეს უნდა ესმოდეს.

_ კიდევ ერთი დაპირება-კომუნალურების ფასის განახევრება.მეორე დაპირება-სწავლის საფასურის დაკლება-როგორც აღმოჩნდა, არც ისე გონივრული დაპირება იყო და მხოლოდ პიარის ნაწილი გახდა. როგორ ფიქრობთ, ამ ვითარებაში ,,ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ამომრჩევლის სიმპათიას?

_ ნაადრევად მიმაჩნია წინასაარჩევნო დაპირებების და მათი შესრულება არ შესრულების საკითხის განხილვა. დაპირებებს პოლკიტიკური ძალა ახორცილებს თავისი კადენციის პერიოდში. რამდენადაც მახსოვს საკანონმდებლო ორგანო ჩვენთან არჩეულია 5 წლით და არა 3 კვირით და თუ ვინმე ელოდა ყველა სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას 3 კვირის განმავლობაში ეს აშკარად მხოლოდ მისი პრობლემაა.

_ ის საშიშროება, რომლის წინაშეც დგას ,,ქართული ოცნება“, რომ თავისი არაპროფესიონალური, მოუმზადებელი გათვლებით დაკარგოს მომხრეები, ხომ არ მისცემს ნაციონალურ მოძრაობას ,,კუდის მოქნევის“ საშუალებას?

_ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს კარგად სტრუქტურირებულ ძალას, რომელსაც გააჩნია მძლავრი ფინანსური რესურსი, რომლის ლიდერიც კვლავ ინარჩუნებს პრეზიდენტობას. ამას დავუმატოთ ადგილობრივი თვითმართველობა, მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი, სტაბილური და კარგი საერთაშორისო კავშირები ბუნებრივია, რომ ერთობლიობაში ყველაფერი ეს წარმოადგენს საკმაო ძალას ნებისმიერი დესტრუქციული ქმედების განხორციელების თვალსაზრისით.

_ არის თუ არა გადავლილი ორხელისუფლებიანობის პირობებში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე?

_ ეს საფრთხე ამ ვითარებაში (ორხელისუფლებიანობის პირობებში) პერმანენტულ ხასიათს ატარებს.

_ ხომ არ ვდგავართ სოციალური აფეთქების წინაშე?

_ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ბუნებრივია ეს საფრთხე არსებობს.

ჟანა ასანიძე
საინფორმაციო სააგენტო ნიუპოსტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42