„ჩვენ წინსვლას აღნიშნული სტრატეგიით განვაგრძობთ, თუმცა სამომავლოდ ჩვენ შესაძლოა შევიდეთ ისეთ ბაზრებზე სადაც ჯერჯერობით ჩვენი წარმომადგენლობა არ არის, მათ შორის აფხაზეთშიც", - ნათქვამი იყო განცხადებაში.
მოგვიანებით, „ნეტგაზეთთან“ საუბარში განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. ინტერვიუდან ირკვევა, რომ „მაკდონალდსი“ ჭყონიას გარეშე ფილიალს აფხაზეთში ვერ გახსნის, თუმცა, თავად ჭყონია აცხადებს, რომ აფხაზეთში ფილიალის გახსნა და მეტიც, „კოკა-კოლას“ შეტანა სწორედ მას აქვს დაგეგმილი. კითხვაზე, შეუშლის თუ არა ამ გეგმის განხორციელებას კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ქართველი ბიზნესმენი პასუხობს:
„ყველა კანონი იცვლება, კონსტიტუცია იცვლება ყოველ კვირას და არ შეიძლება, რომ კანონსაც გადახედონ და მივიდეთ ისეთ მომენტამდე რომ რაღაც გადავლახოთ.... ასე როგორ შეიძლება, ასეთი ურთიერთობა ხომ შეუძლებელია”.
„მაკდონალდსისა“ და თემურ ჭყონიას პოზიციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაჩნდა მოწოდებები „მაკდონალდსის“ ბოიკოტირების შესახებ. ერთერთი პირველი, ვინც ეს იდეა გააჟღერა, რეჟისორი ზაზა სვანაძე იყო: „სალარო თავისუფალია!“ - ამბობენ „მაკდონალდსში“ - ჰოდა, სულ თავისუფალი გექნებათ, ეს რომ თავმოყვარე ქვეყანა იყოს - სამოქალაქო სოლიდარობა უნდა ამას - ვინც მაკდონალდსში შეიძენს პროდუქციას, ის აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერებს აფინანსებს - აი ასე - გავშალოთ კამპანია! სამოქალაქო სექტორო - აბა სად ხართ?“, - დაწერა ზაზა სვანაძემ.
თბილისში, რესტორან „მაკდონალდსის“ შესასვლელთან საპროტესტო წარწერები: „აფხაზეთი საქართველოა!“ ინგლისურ ენაზე გუშინ, ღამის საათებში გაჩნდა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მსგავსი პროტესტი ქუთაისსა და ბათუმშიც იგეგმება.

მასალის გამოყენების პირობები






