20 იანვარს თბილისს რამდენიმე რუსული СУ-27 ჩაუფრენს
საზოგადოება - 09:56, 14 Jan, 2014     8734

20 იანვარს თბილისს რამდენიმე რუსული ავიაგამანადგურებელი და ერთი სამხედრო-სატრანსპორტო ИЛ-76 გადაუფრენენ. სავარაუდოდ, საკითხი უკვე შეთანხმებულია საქართველოს ხელისუფლებასთან. ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრაში“ ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი წერს.

ამასთან, როგორც სტატიიდან ჩანს, თბილისს რუსულმა გამანადგურებლებმა და სამხედრო დანიშნულების სატვირთო თვითმფრინავმა ერთხელ უკვე ჩაუფრინეს - 10 იანვარს, როდესაც ისინი სომხეთში, „ერებუნის“ სამხედრო აეროდრომზე საწვავის მარაგის შესავსებად შუალედური დაფრენისთვის მიემართებოდნენ.

როგორც ალადაშვილი წერს, რუსული საბრძოლო თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცეში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ გამოჩენილან, ამჯერად კი, 10 იანვარს მათ საქართველოს საჰაერო სივრცე ჩრდილოეთიდან გადმოკვეთეს და ფრენა სამხრეთისკენ გააგრძელეს.

ირაკლი ალადაშვილი წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების უმაღლესი საპილოტაჟო ჟგუფის „რუსსკიე ვიტიაზის“ შემადგენლობაში ირიცხებიან და ბაჰრეინში, საერთაშორისო საჩვენებელ ფრენებში მონაწილეობის მისაღებად მიფრინავდნენ.

რუსული საბრძოლო თვითმფრინავები უკან 20 იანვარს, იგივე მარშრუტით დაბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განმარტება იმის თაობაზე, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე გაიხსნა, ამ დრომდე არ გაკეთებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42