საქართველოში სასწავლო ვიზიტით დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იმყოფება
საზოგადოება - 17:12, 13 Jan, 2014     1226

უმაღლეს სამეთაურო-საშტაბო კურსის მონაწილე, 20-მდე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა.

ირაკლი ალასანიამ საერთაშორისო კურსის 50 მსმენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრისას მინისტრმა საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო სტრატეგიულ პარტნიორობასა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაზე, გეოპოლიტიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით. მათი ინტერესი ძალიან მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საქართველოში დიდ და მყარ პარტნიორს ხედავენ. მომავალში ასეთი ვიზიტები კიდევ უფრო გაამყარებს როგორც ნატოს ალიანსს, ასევე ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მაღალი დონის სამეთაურო კურსის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებსა და მიმდინარე წლის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი კი, სტუმრებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში საქართველოს წვლილსა და 2014 წლის ნატოს სამიტზე ესაუბრა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო კურსის მსმენელები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, უსაფრთხოების საკითხებში მომუშავე ქართველ ექსპერტებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42