გია გორგაძე - მცემდნენ და მეუბნებოდნენ მეთქვა ის, რა სცენარიც ახალაიას ჰქონდა დაწერილი
სამართალი - 17:06, 13 Jan, 2014     2757

როგორც გია გორგაძე აცხადებს, საპატიმროში ექვსი დღის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ სცემდნენ, რომ ბაჩო ახალაიასთვის სასურველი ჩვენება ეღიარებინა.

”ჩემი ძმას იარაღი ხელშიც კი არ ჰქონდა არასდროს აღებული და საერთოდ არ უყვარდა იარაღთან ურთიერთობა. ექვსი დღის განმავლობაში ციხეში გამეტებით მცემდნენ და მეუბნებოდნენ მეთქვა ის, რა სცენარიც ახალაიას თავად ჰქონდა დაწერილი”, - აცხადებს გია გორგაძე.

სკანდალურ განცხადებას აკეთებს გარდაცვლილი პატიმრის დედაც. როგორც ნარგიზი გორგაძე თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, სპეცრაზმის წევრებმა მის შვილს ცხრა ტყვია ესროლეს, საკონტროლო, მეათე გასროლა კი, თავად დათა ახალაიამ მოახდინა.

”თვითმხილველები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი შვილი იხვეწებოდა ნუ დამხვრიტავთ პატარა ბავშვი მყავსო, თუმცა ესეც არ გაითვალისწინეს და ტყვიები დაუშინეს. ცხრა ტყვიის შემდეგ როგორ შეიძლებოდა, რომ გადარჩენილიყო, თუმცა იმდენად სასტიკები იყვნენ, მეათე ტყვია დათა ახალაიამ მაინც ესროლა”, - განაცხადა ნარგიზი გორგაძემ.

2014 წლის 12 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და ქ.თბილისის N7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა.

ეს უკანასკნელი ამჟამად იმყოფება მიმალვაში. გამოძიებით დგინდება შემდეგი:

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გ.გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ბ.ახალაიას დავალებით გ.გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან რომან სურმანიძესთან და მარად ართმელიძესთან ერთად, იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში.

ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ.თბილისში, „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა - 1988 წელს დაბადებული შოთა (მურად) გორგაძე და მისი მეგობრები: 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ ქ.რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას.

სპეცოპერაციის შემდგომ გ.გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გ.გორგაძისთვისაც მიეხედათ. სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ბ.ახალაიას ბრძანებით, პატიმრები - გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ბ.ახალაიამ და მ.ქარდავამ N1 დაწესებულების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს.

ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვავდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. „კორიდორში“, სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით. დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ, მათ ბ.ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებული პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა.

ასეთ მდგომარეობაში ისინი ბ.ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ.ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას. აღნიშნულის შემდეგ, ყოველგვარი იურიდილი საფუძვლების გარეშე ბ.ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების გ.გორგაძის, დ.ლექვთაძის, ვ.პაპავას, მ.მანდარიას, მ.ბეჭვაიას და ბ.მესხის ს.ა.დ.-ის #1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის - N7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში. ს.ა.დ.-ის N7 დაწესებულებაში შეყვანისას პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა.

მითითებულმა პირებმა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვნდენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას, რის შემდეგაც გ.გორგაძე, ვ.პაპავა, მ.მანდარია, მ.ბეჭვაია, ბ.მესხი და დ. ლექვთაძე შეასახლეს საკნებში. პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. ხსენებული პატიმრების წამება საერთო ჯამში გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში.

გამოძიება აგრძელებს მუშაობას ქ.თბილისში „ნავთლუღის“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია. ბრალდებულების ბ.ახალაიას და მ.ქარდავას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით“,– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42