ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ, მთელი დღე გარეთ არიან და დამთვალიერებლებს მათ ნახვა დღის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ.
"დედა ჯერ ახლოს არ გვიშვებს და პატარას სქესი არ ვიცით ზებრას ნაშიერები, დაბადებიდანვე ძლიერები არიან. თავიდანვე მათ გამოკვეთილი ხაზები არ გააჩნიათ, აბურძგნული პრიალა და მოყავისფრო ბეწვი აქვთ. დაახლოებით 10 წუთში ფეხზე დგებიან, ერთ კვირაში დედას უკან მიჰყვებიან და ბალახს ჭამენ. თუმცა 16 თვემდე რძესაც მიირთმევენ. ზებრა, აფრიკის მშვენებაა, ბურჩელის ზებრები (Equus burchellii) ადვილი გასარჩევები არიან ზებრას სხვა სახეობებისგან, მათი შავი ხაზები უფრო ფართოა. ზებრებს შორის ყველაზე უკეთესი მდგომარეობაში სწორედ ბურჩელის ზებრის პოპულაციაა, აფრიკის მოსახლეობის ზრდამ და ცხოველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბალახოვანი მინდვრებისა და სავანას განადგურებამ, შეიძლება კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანოს ეს სახეობა", - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






