ინოვაცია მედიცინაში - როგორ ამარცხებს ცნობიერება ავადმყოფობას
ჯანმრთელობა - 01:17, 13 Jan, 2014     19203

ცნობიერება და მედიცინა

მედიცინის ისტორია ითვლის უამრავ მაგალითს იმისას, როცა გამოცდილი და აპრობირებული მეთოდები დროთა განმავლობაში ცხადდებოდა მცდარად. ის, რომ თანამედროვე მედიცინაში პლაცებოს ეფექტი არ იხილება სერიოზულად, ბადებს რიგ კითხვებს. მთელი მედიცინის ისტორია ხომ პლაცებოს ისტორია.

ბრიუს ლიპტონი მეცნიერ-გენეტიკოსი, რომელიც მუშაობდა ჰარვარდში, მოყავს საინტერესო მაგალითები თავის ნაშრომში - ,,ბიოლოგიური რწმენა“. ავტორი აღნიშნავს, რომ ადრე სამეცნიერო მეთოდებად და საშუალებებად მკურნალობისთვის ითვლებოდა სისხლის გამოშვება, გველის ქონი, ჭრილობებს ამუშავებდნენ მიშიაკით, და ყველაფერი ეს მუშაობდა ბევრად უკეთესად, ვიდრე თანამედროვე სტანდარტული აბები. ჩვენს დროში ბევრი ადამიანი, თითქმის მესამედი ავადმყოფებისა, განიკურნება მიუხედავად იმისა, თუ რას გამოუწერს მას ექიმი - წამალს თუ პლაცებოს. მავარია, რომ ყველაფერს ამას აკეთებდეს ადამიანი თეთრ ხალათში.

საინტერესოა, რომ პლაცებოს ეფექტი მუშაობს ქირურგიაშიც კი. ამის შესახებ მეტყველებს გამოკვლევები მუხლის სახსრის ოპერაციის ეფექტურობის შესახებ, ჩატარებული ბეილოროვსკის სამედიცინო სკოლის სპეციალისტების მიერ 2002 წელს.

დოქტორ ბრიუს მოზლიმ ჩაატარა განსაცვიფრებელი ექსპერიმენტი. როგორც ეს მიღებულია ყველა სერიოზული სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს, მან გაყო ავადმყოფები ორ ჯგუფად - პირველ ჯგუფში მან განათავსა პაციენტები, რომელთაც დაზიანებული ჰქონდათ მუხლის ხრტილი, მეორე ჯგუფში ავადმყოფებს აშორებდნენ ქსოვილს, რომელიც იწვევდა ანთებით პროცესს. ორივე ეს მეთოდი ითვლებოდა ართრიტის მკურნალობის სტანდარტულ მეთოდად. მესამე საკონტროლო ჯგუფში ჩატარდა ,,ცრუ“ ოპერაციები.

მოზლი აკეთებდა სტანდარტულ კვეთას ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, რის შემდეგაც ახდენდა ოპერაციის იმიტირებას - იძლეოდა დავალებებს, ამოძრავებდა ხელებს, ასხამდა კოლბებიდან ფიზიოლოგიურ სითხეებს, გამოსცემდა ხმაურს, რომელიც, როგორც წესი, ისმის საოპერაციო პროცედურების დროს, 40 წუთის შემდეგ ის ასრულებდა ,,ოპერაციას“ და ახდენდა ჭრილობის ამოკერვას.

პაციენტების სამივე ჯგგუფს რეაბილიტაციისთვის დაენიშნა ფიზიკური ვარჯიშების ერთი და იგივე კომპლექსი.

ექსპერიმეტის შედეგები აღმოჩნდა შთამბეჭდავი - პაციენტებს, რომლებსაც ჩაუტარდათ რეალური ოპერაცია, შედეგად მიიღეს მდგომარების მოსალოდნელი გაუმჯობესება. მაგრამ ასეთივე გაუმჯობესება შეინიშნებოდა საკონტროლო პლაცებო ჯგუფშიც.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელიწადს მილიონ ადამიანზე მეტს უტარდება ოპერაცია ართრიტის გამო, რომელიც ღირს არანაკლებ 5 ათასი დოლარისა.

დოქტორ ბრიუს მოზლის დასკვნა ჟღერდა შემდეგნაირად: ,,საქმე ჩემი, როგორც ქირურგის, ოსტატობაში არ არის. სარგებელი ქირურგიული მკურნალობისა, ართრიტის შემთხვევაში, მთლიანად განპირობებულია პლაცებოს ეფექტით“.

მოზლის პლაცებოს ჯგუფის ძალიან ბევრს პაციენტს აშუქებდნენ აშშ-ს ტელეარხების საინფორმაციო საშუალებები. ეს ადამიანები ძალიან მარტივად აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც, მათივე სიტყვებით, მკურნალობამდე არ შეეძლოთ. ორი წლის განმავლობაში მათ არ ეუბნებოდნენ, რომ რეალურად არ ჩატარებიათ მუხლის ართრიტის ოპერაცია. პლაცებოს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი კიმ პერესი ოპერაციამდე საერთოდ ვერ გადაადგილოდებოდა ჯოხის გარეშე, ხოლო დღესდღეობით ის თავის შვილიშვილთან ერთად თამაშობს კალათბურთს. Discovery Health Channel-თან ინტერვუში მან მოკლედ მოახდინა ძირითადი იდეის ფორმულირება ,, სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია - მთავარია შენი ცნობიერების ძალა იყოს მისკენ მიმართული. მე ვიცი, რომ ადამიანურ ცნობიერებას შესწევს ძალა მოახდინოს სასწაულები“.

სხვა არანაკლებ საინტერესო ამბავი შეემთხვა ინტერიერების კალიფორნიელ დიზაინერს ჯეინის შენფელდს. 1997 წელს ის იღებდა მონაწილეობას პრეპარატ ეფექსორის გამოცდაში. ის აღმოჩნდა საკონტროლო ჯგუფში, სადაც იღებდნენ პლაცებოს. პლაცებო აბების წყალობით, ის განთავისუფლდა დეპრესიისგან, რომელიც მას აწუხებდა 30 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, თავის ტვინის სკანირებამ გამოვალინა, რომ მას მნიშვნელოვნად გაუძლიერდა შუბლის წინა ქერქის აქტივობა. ასეთი გაუმჯობესება არ შეიძლება ჩაითვალოს წარმოსახვითად, რადგან ისინი იზომება ხელსაწყოებით და ფიქსირდება დოკუმენტალურად. დაჯერება და რწმენა ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას ორგანიზმზე. შემფელდი განიცდიდა ღებინების შეგრძნებებსაც, რომელიც არის პრეპარატ ეფექსორის გვერდითი ეფექტი. გაიგო რა, რომ მას აძლევდნენ პლაცებოს, უარი განაცხადა ამის დაჯერებაზე და დაჟინებით ითხოვდა, რომ ექიმებს კიდევ ერთხელ გადაემოწმებინათ სამედიცინო ჩანაწერები.

ასე, რომ ბევრი მათგანი, ვინც განიცდის ტანჯვას, მოუწევს გადადგას ,,სულ რაღაც“ ორი ნაბიჯი: პირველი - მოახდინოს საკუთარი ძველი შეხედულებებისა და რწმენის გადაპროგრამირება, და მეორე - თავის თავში შექმნას ჯანმრთელი ,,მე“ და ირწმუნოს მისი.

როგორც მაჰათმა განდი ამბობდა:

თქვენი შეხედულებელი თქვენი ფიქრები ხდებიან

თქვენი ფიქრები გარდაიქმნებიან სიტყვებად

სიტყვები მოქმედებად იქცევიან

მოქმედება ჩვევად ყალიბდება

ჩვევები ჩვენი ღირებულებები ხდებიან

ღირებულებები განსაზღვრავენ ჩვენს ბედისწერას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42