გიორგი შენგელაია: ეპისტოლესთან პატრიარქს არანაირი საერთო არ აქვს
საზოგადოება - 16:43, 12 Jan, 2014     3037
რეჟისორი გიორგი შენგელაია საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას შენგელაია აცხადებს, რომ იგი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ეპისტოლეს თავად პატრიარქი არ ახმოვანებდა:

„როდესაც ეპისტოლეს ვისმენდი, გამიკვირდა, თუ რატომ არ ახმოვანებდა თავად პატრიარქი, მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ შეუძლოდ იყო. გაზეთში გამოქვეყნებული ეპისტოლე რომ წავიკითხე, მაშინ კი მივხვდი, რომ ეპისტოლესთან პატრიარქს არანაირი საერთო არ აქვს. ეპისტოლეში გაჟღერებულმა ფრაზებმა სრულიად სამართლიანად გამოიწვია ხალხის აღშფოთება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ეპისტოლე პატრიარქს არ ეკუთვნოდა.

არ ვიცი რა მიზეზი იყო, რა მოხდა, მაგრამ პატრიარქის სტილი და ხელწერა ნამდვილად არ არის ის, რამაც ასე გაგვაოგნა. ლაფსუსებით სავსეა ეს წერილი და ვინც გულდასმით წაიკითხავს, დამეთანხმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სინოდის, პატრიარქის გარემოცვას რასაც ეძახიან, სწორედ მათი დაწერილია ეს ეპისტოლე. მე დიდი ხანია მათ ქცევას ვხედავ და ყველაფერი ვიცი, მაგრამ ახლა უკიდურესად და საყოველთაოდ გამოამჟღავნეს თავი.

ადრეც ერეოდნენ ისეთ საკითხებში, რაც მათი საქმე არ იყო. მოინდომეს სახელმწიფო სახელმწიფოში... ებრაელები ქალაქის ცენტრში რომ ხანუკას დღესასწაულს აღნიშნავდნენ (ცოტა ხნით იყვნენ თავისუფლების მოედანზე, იქ სინაგოგას ხომ არ აშენებდნენ?!) იქ ხალხი მიცვივდა და ერთი ამბავი ატეხეს. ის ხალხი ზუსტად იმათ ჭკუაზე მავალია, ვინც ეს ეპისტოლე დაწერა. სულ დაავიწყდათ, რომ ქრისტე ხმარობს ებრაელთა ციტატებს, ქრისტე თავადაც რომ ებრაელი იყო და ასე შემდეგ... იდენტურია საპატრიარქოს მაშინდელი გამოხდომები და დღევანდელი ტექსტი, რასაც მე და თქვენ განვიხილავთ.. სწორედ ამ გამოხდომებმა ჩიხში მიიყვანა ჩვენი ეკლესია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!

ეპისტოლეში ერთგან არის ასეთი პასაჟი, ევროკავშირში რომ შევიდეთ, ეს ძალიან კარგიაო. აბსოლუტურად ანგარებით ჩაწერილი სიტყვებია. თუ საქართველოში ხელოვნური განაყოფიერება უნდა აიკრძალოს, გამოდის, სწორედ ევროპის, ტექნიკისა და პროგრესის წინააღმდეგ ილაშქრებენ და მაშინ არ უნდა შევიდნენ ევროკავშირშიც. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში მიღებულია კანონი ხელოვნური განაყოფიერების შესახებ.

ეკლესიაში იარონ, ილოცონ და ბავშვი დაიბადებაო?! მუსკომედიის თეატრის დონეზე ჩამოვედით? ჩემი ეს სიტყვები აუცილებლად დაწერეთ! როცა ასე ამბობენ, ეს მუსკომედიის დონეა და მეტი არაფერი!... აი რას წერენ ეპისტოლეში - პრობლემატურები იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადნენ. მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდაო... ეს არის აბსოლუტური არაკომპეტუნტურობა. ამაზე უპასუხა მათ პროფესორმა ხომასურიძემ, რომ არანაირი ემბრიონი არ ნადგურდება. ამიტომ აბსურდზე აღარ დავიწყებ საუბარს! ჩვენი ეკლესია მეცნიერებას უპირისპირდება. ამას ხაზგასმით ვამბობ.

და რატომ? როცა სულ სხვაგვარადაა ბევრ ქვეყნებში ვითარება. სრულებით არ იცვლება რელიგიის შინაარსი. რელიგია მოდის ქრისტედან. მე სახარება განგებ გადავიკითხე კიდევ (მართალია, მაშინ მედიცინაში ხელოვნური განაყოფიერება არ არსებობდა) მაგრამ იქ წერია გარკვევით - არა ადამიანი შაბათისთვის, არამედ შაბათი ადამიანისთვის... შაბათს ქრისტე და მისი მოწაფეები ყანაში მუშაობდნენ, კრეფდნენ მარცვლებს, რომ ეჭამათ. მშივრები იყვნენ და იმიტომ. გამოიარეს ებრაელმა მღვდლებმა და უთხრეს, არ იცით შაბათს რომ მუშაობა არ შეიძლებაო?! ვიღაც მდაბიომ და ათეისტმა კი არა, თვით ქრისტემ უპასუხა ის სიტყვები, რაც ზემოთ მოგახსენეთ შაბათზე. თუ წყვილს შვილი არ ჰყავთ და უბედურები არიან, მათ მეცნიერება დაეხმარათ და წყვილმა ამით „დაარღვიეს შაბათი", რა არის ამაში ცუდი?! ქრისტეს ეს სიტყვები შაბათზე სხვას კი არაფერს ნიშნავს! ეპისტოლეს დამწერებს მოვუწოდებ ჩაიწერონ თავიანთ გულებში! მე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეპისტოლე პატრიარქის დაწერილი არ არის!", - აცხადებს შენგელაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42