"ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში გორის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს, ადგილზე ბაზრის დაახოლებით 300-მდე მოვაჭრეა შეკრებილი. ისინი აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქალაქის ცენტრიდან ბაზრის ქალაქგარეთ გატანის შესახებ.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ 20 იანვარს გორის ცენტრში არსებულ ბაზარს დაატოვებინებენ და ქალაქგარეთ გადაიყვანენ, სადაც ისინი მუშაობას ვერ შეძლებენ მომხმარებლების არარსებობის გამო.
მოვაჭრეების გნცხადებით, ქალაქგარეთ მათთვის გამოყოფილი ფართებისთვის გადასახადები ორმაგია. ისინი შიშობენ, რომ თუ გორის ცენტრში არსებული ბაზრის დატოვებაზე უარს განაცხადებენ, ბაზრის ადმინისტრაციამ შესაძლოა ხანძარი გააჩინოს მიზანმიმართულად. მათივე თქმით, მსგავსი პრეცენდენტი ყოფილა და შემთხვევითობისთვის დაუბრალებიათ.
მოვაჭრეების თქმით, მათთვის გამოყოფილ ფართში არასამუშაო პირობებია, ისინი დაშლას ჯერჯერობით არ აპირებენ და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
მოვაჭრეები უყურადღებობის შემთხვევაში გზების გადაკეტვითა და სხვადასხვა ტიპის აქციებით იმუქრებიან.
გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






