უფლებადამცველი, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე საპატრიარქოს მიმართავს. ვაჩნაძე აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია მისი მხრიდან საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე პროვოკაციის მოხდენის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება:
"სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ აქციაში მივიღე მონაწილეობა, პროვოკაცია მოვახდინე და დაპირისპირება ჩემი ინსპირირებული იყო. თითქოს ეს მამა ანთეოზმა თქვა და საპატრიარქო მადანაშაულებს ამ ქმედებაში. ეს არის ტყუილი. არც მამაოს და არც საპატრიარქოს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რითაც დავზარალდით მე და ჩემი მეგობრები. იყო უამრავი მუქარა და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ. მივმართავ საპატრიარქოს და მამა ანთიმოზს, დააფიქსირონ თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






