სხეულში ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია. ის ხშირად ვითარდება სხვადასხვა დაავადების, სისხლწარმოქმნაში მონაწილე ფაქტორების უკმარისობისას, სისხლში საკმარისი რაოდენობით ჰემოგლობინისა და პროტეინის ნაკლებობისას, რაც მას წითელ შეფერილობას აძლევს.
ანემიის სიმპტომები
თუ თავს ხშირად გადაღლილად გრძნობთ, იმ შემთხვევაშიც თუ კარგად გამოძინებული ხართ და ენერგია მაინც არ გყოფნით, შესაძლოა პრობლემა ანემია იყოს. ის ხშირ შემთხვევებში ძირითადი მიზეზია მეხსიერებისა და ხასიათის პრობლემების. ამ დაავადებას ასევე ახასიათებს:
სისუსტე
თავბრუსხვევა
კანის სიფერმკრთალე
თავისტკივილი
მგრძნობელლობის დაქვეითება ხელებსა და ფეხებში
სხეულის დაბალი ტემპერატურა
ანემიის დროს, რადგანაც სისხლში ჟანგბადი ნაკლებადაა, გულს უფრო აქტიურად უწევს მუშაობა სხულის ორგანოების ჟანგბადით მოსამარაგებლად, რაც არითმიის, სუნთქვის ნაკლებობისა და მკერდის არეში ტკივილის შეგრძნების გამომწვევი ხდება.
ცნობილია, რომ ანემია ხშირად ვითრდება 2 წლის ასაკის ბავშვებშიც, რადგანაც მათი კვების რაციონი ნაკლებად შეიცავს რკინით გამდიდრებულ საკვებს. მათ ვისაც ანემია აქვს, შესაძლოა გაუჩნდეთ ძლიერი სურვილი შეუფერებელი რაღაცეების ჭამის, როგორიცაა ყინული, თიხა და ა.შ.

ანემიის გამომწვევი მიზეზები
ადამიანები ქრონიკული დაავადებებით დიდი რისკის ქვეშ დგანან ამ დაავადების განვითარების. ქალებში ამ პრობლემას ამძაფრებს, მენსტრუალური პერიოდები, ორსულობა. თირკმლის დაავადებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის ფუნქციაზე. საკვები რაციონი, რომელიც ნაკლებია რკინით, ფოლით და ვიტამინ B12-ით, ასევე ზრდის ანემიის გაჩენის რისკებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დაავადება მემკვიდრეობითაც შეიძლება იქნეს მიღებული.
სამკურანლო საშულებები
რკინადეფიციტური ანემია, აბსოლუტურად, განკურნებადი დაავადებაა. მთავარია, დროული გამოვლენა და დაავადების გამომწვევი მიზეზის დროული დადგენა. ამ ტიპის ანემიას რკინის პრეპარატებით მკურნალობენ, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი დიაგნოზის დასმის შემდეგ, რადგან ანემია, შესაძლოა, სხვა ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული. ძირითადად ანემიას მედიაკმენტებით მკურნალობენ, თუმცა მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენით ეს პრობლემა C ვიტამინით მდიდარი საკვებითაც შეიძლება გადაიჭრას. C ვიტამინის მიღება არაა რეკომენდირებული კალციუმის, ჩაისა და ყავის მიღებისას, რადგან ისინი ხელს უშლიან ამ ვიტამინის ორგანიზმში შეთვისებას. უმჯობესია ისინი ჭამიდან 1-2 საათის მერე მიიროთ, როდესაც კუჭი საჭმლისგან უკვე ცარიელია და ეს პროდუქტები ვერ შაფერხებენ რკნისი შეწოვას. არაა რეკომენდირებული ამ ვიტამინის ექიმის გარეშე მიღებაც, რადგანაც ავადმყოფებს ხშირად ფოლიუმის მჟავისა და B12-ის დეფიციტიც აღენიშნებათ, რის გამოც, რკინის პრეპარატებთან ერთად აღნიშნული პრეპარატებიც ინიშნება.

ამისათვის, რომ რკინის ნაკლებობა ორგანიზმში თავიდან იქნეს აცილებული, რეკომენდირებულია ისეთი საკვების მიღება, რომელიც მდიდარია ამ მინერალით, ასეთებია: წითელი ხორცი, თევზი, ლობიო, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული. ასევე კარგია მიირთვათ საკვები, რომელიც მდიდარია B12-ითა და ფოლის მჟავით, როგორებიცაა კვერცხი, რძის პროდუქტები, ისპანახი, ბანანი. ვიტამინი C, რომელიც უხვადაა ციტრუსებსა და ბოსტნეულში, დაეხმარება თქვენ სხეულს რკინის ათვისებაში.
რკინის გადამეტება
ზედმეტი რაოდენობით რკინა იწვევს სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა თირკმლის, გულის, პანკრეასის პრობლემები.

ანემიისკენ მიდრეკილმა ადმიანებმა სასურველია გამოკვლევა სისხლის საერთო ანალიზის ჩატარებით დაიწყონ, რაც დიაგნოზის დასმას აადვილებს. ანემიის განვითარების რისკის ჯგუფში მყოფმა ავადმყოფებმა (კუჭ–ნაწლავის პრობლემებით, ვეგეტარიანელებმა, პირებმა, რომელთაც დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვთ) წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთონ სისხლის საერთო ანალიზი. ორსულებმა კი თვეში ერთხელ.
მასალის გამოყენების პირობები






