როდესაც საქმე დიეტებამდე მიდის, ყველას სწრაფი შედეგი სურს, მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან სწრაფად დაკლებულს, სწრაფადვე მოიმატებთ.
თუ ახალი წლის დღეების შემდგომ თავს მსუყედ და შევსებულად გრძნობთ გთავაზობთ მარტივ რეცეპტს იმისთვის, რომ დიეტებისა და აკრძალვების გარეშე ზედმეტი კილოგრამები დაკარგოთ და ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდეთ.
ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ კეფირის დაბალკალორიულობის შესახებ. ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია იმისთვის, რომ გაიუმჯობესოთ საჭმლის მონელება, აიმაღლოთ იმუნიტეტი. მას ხშირად იყენებენ დიეტების დროს, რადგან 100გრ 1%-იანი კეფირის კალორიულობა – 38, კეფირი 2%-იანი – 51კალ. მაგრამ თუ მასში დავამატებთ რამდენიმე ინგრედიენტს – ჯანჯაფილს, დარიჩინსა და დაფქულ წითელ წიწაკას, მაშინ მისი წონაში დაკლების ეფექტი კიდევ უფრო გაძლერდება.
მაშ ასე, რეცეპტი მარტივია და ასე გამოიყურება.
200 გ კეფირი (ცხიმიანობა არა უმეტეს 1 %-სა)
1 ჩაის კოვზი დარიჩინის ფხვნილი
1-2 ჩაის კოვზი წვრილ სახეხზე გახეხილი ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი, ჯინჯერი)
მწიკვი წითელი, მწარე წიწაკა.
აურიეთ ყველა ეს ინგრედიენტი ერთმანეთს და ისიც მზადაა.
კოქტეილი შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტად მიიღოთ- კეფირის კოქტეილი ჭამამდე 20-15 წუთით ადრე მიირთვათ (მადის დაქვეითების მიზნით) ან ჭამის შემდეგ – მეტაბოლიზმის პროცესის დასაჩქარებლად. თუ განტვირთვის დღის მოწყობა გსურთ, ეცადეთ მთელი დღის რაციონი მხოლოდ კოქტეილით ჩაანაცვლოთ.
კლების პროცესი ინდივიდუალურია, თუმცა მის ეფექტიანობაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. იმის გათვალისწინებით, რომ საკვები რაციონი დღის განმავლობაში დიდად არ იცვლება ანუ კოქტეილს ჩვეულებრივი კვების რეჟიმის პარალელურად იღებთ, თვეში 4-6 კგ-ის დაკლება გარანტირებული გაქვთ.
წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ.
მასალის გამოყენების პირობები