ბასილ მკალავიშვილი: ,,მოვითხოვ, ბოროტების ჩამდენი გიგა ბოკერია დააპატიმრონ!“
საზოგადოება - 17:46, 10 Jan, 2014     3415

გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, ბასილ მკალავიშვილი უშიშროების ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციის მფარველს უწოდებს და მის დაპატიმრებას ითხოვს. ამის შესახებ ბასილ მკალავიშვილი ინტერვიუში საუბრობს, რომელსაც გაზეთი ,,საქართველო და მსოფლიო“ აქვეყნებს.

„დაახლოებით 4 თვის წინ ინტერვიუში განვაცხადე, რომ მაისში ღვთისმგმობი რამ მოხდებოდა. გიგა ბოკერია, მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტერი, რომელსაც ბოროტების მეტი არაფერი უკეთებია ერისთვის, ახლა თუ უზნეო ე. წ. საზოგადოების მოძრაობას ჩაუდგებოდა სათავეში, ვერ წარმოვიდგენდი. ამჟამად ბოკერიასა და მისი ცოლის მიზანი იყო, საქართველოში დიდი პროვოცირება გამოეწვიათ. კერძოდ, ჩაეტარებინათ მამათმავლების, ლესბოსელებისა და სხვა ჯგუფების ზნედაცემულთა აღლუმი, შემდეგ კი წარედგინათ მოთხოვნა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობის“ ოფისში დაიგეგმა ყველაფერი. მათი დიდი სურვილით, „სისხლი უნდა დაიღვაროს, ძალიან გვაწყობს თუ მსხვერპლი იქნება“. ამით შეილახებოდა ახალი მთავრობის იმიჯი მსოფლიოს წინაშე“, - ამბობს მკალავიშვილი.

მისი თქმით, ლგბტ-ს წევრების აქციაზე გიგა ბოკერია აქტივისტებს დირექტივებს აძლევდა.

,,ბოკერიას გეგმით, მათ რუსთაველის პროსპექტი უნდა გამოევლოთ და თავიანთ გარყვნილ წარმოდგენას დაასრულებდნენ მთავრობის სახლის წინ, იქ, სადაც 9 აპრილს ნიჩბებით დაჩეხილი ადამიანების სისხლი დაიღვარა. ღვთის განგებით, მათ ვერაფერი მოახერხეს. მსხვერპლიც არ იყო. დღის ბოლოს, ბოკერიას ბრძანებით, ჩვენს მრევლში შემოგზავნეს სამი პიროვნება. სამთავეს ყველგან საყურეები ეკეთათ, ენაზეც კი. ისინი მრევლთან კონფლიქტში შედიოდნენ. იქ იდგნენ სხვა ახალგაზრდებიც, რომელთაც მათ მიაგეს საკადრისი, ხოლო პოლიციამ ისინი მეტროში შეიყვანა და გააპარა. ეს კადრები ტელევიზიით იხილა საზოგადოებამ.

კატეგორიულად მოვითხოვ, ამდენი არეულობისა და ბოროტების ჩამდენი ბოკერია ჩამოშორდეს საზოგადოებას. იგი უნდა დააპატიმრონ, რათა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ბევრ უსიამოვნებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს მკალავიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42