ამ დროისთვის თბილისის მერისთან ათობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ქალაქის მთავარ პარკში სასტუმროს აშენებას და ხეების გაჩეხვას არ დაუშვებენ.
ვაკის პარკში ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გაჩეხვით სამუშაოებს კერძო კომპანია საკუთარ ტერიტორიაზე ახორციელებს და მათ აღნიშნულის უფლება აქვთ:
„ეს არ არის სახელმწიფო საკუთრება, ეს არის კერძო საკუთრება, კერძო კომპანია აშენებს სასტუმროს, შემოვიდა განცხადება ცხრა ხის მოჭრის შესახებ და აღნიშნულზე ნებართვა გაიცა“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მსგავსი სამუშაოები დედაქალაქში არ უნდა მიმდინარეობდეს.
ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების და ხეების გაჩეხვის წინააღმდეგია გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






