"ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ საქმეს არ უკავშირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სწორედ თქვენს გამო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამო ვიმყოფები პატიმრობაში და სწორედ ამ პატიმრობის დროს განხორციელდა ჩემზე ძალადობა.
სწორედ თქვენი გადაწყვეტილების მეშვეობით მიეცა საშუალება ყოფილ მთავარ პროკურორს და ყოფილ ყაჩაღს, ჩემზე განეხორციელებინა ძალადობა. როგორ შეიძლება არ უკავშირდებოდეს ამ პროცესს ჩემი განცხადება. საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს სასამართლო პროცესი კავშირში არ არის ციხიდან გაყვანასა და ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა სასამართლოში შუამდგომლობის დაყენებისას.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მასალის გამოყენების პირობები






