2014 წლის 8 იანვარს, მსჯავრდებულ ლ.მ-ს 3782-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, აკრძალული საგნის შენახვა-სარგებლობა-ტარების ფაქტზე ბრალი წარედგინა. 2010 წლის 20 დეკემბერს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით გასამართლებული ლ.მ. სასჯელაღსრულების #19 დაწესებულების ტერიტორიაზე, აგრეთვე ტერიტორიის გარეთ ფარულად ინახავდა და ატარებდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მის მფლობელობაში გადაცემულ მობილურ ტელეფონს, რომლითაც იგი სატელეფონო კავშირს ახორციელებდა ახლობელ თუ გარეშე პირებთან.
მობილური ტელეფონი 2013 წლის 25 ნოემბერს, ლ.მ-ს პირადი შემოწმება-დათვალიერების შედეგად ამოიღეს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული იმ პირის მიერ, ვისაც მანამდე ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 378-379 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






