მამა პეტრე - ეკლესიას ნურასდროს გამოვიყენებთ საქონლის სადგომად. გახსოვდეს, შენი სახლი უფალია...
საზოგადოება - 02:20, 10 Jan, 2014     5512
სოციალურ ქსელში უამრავი წერილი მხვდება. უამრავი მოკითხვა, მილოცვები და გულწრფელი საუბრები. კარგია და მახარებს, მაგრამ არ მსურს, ეკლესიის დანიშნულება ვირტუალურად დავაკანონოთ.
რამდენი გულნატკენი, მიტოვებული და მარტოსული ადამიანია, რომელიც რწმენას, ნუგეშს, იმედს ყველგან და ყველაფერში ეძებს. უფალი ყველგან არის, მას ყველა უყვარს და ეხიდება. ჩვენს მდგომარეობას ჩვენზე მეტად განიცდის და აწუხებს. გვპატიობს და მამობრივი მზრუნველობით შინ დასაბრუნებელ გზას გვიტოვებს. მოციქულთა სწავლება სიყვარულზე და ურთიერთას სიმძიმის ტვირთვაზეა დაფუძნებული.
ეკლესია ღმერთის და მონანული ადამიანის შეხვედრის ადგილია, სადაც ნიღბის მიღმა იხედება მოწყალე მზერა და ავაზაკივით ყველაფერს გვპატიობს. მთავარი ის ერთადერთი შეძახილია, უხმო და უსაყვედურო, ჯვარცმული მაცხოვარი თავისკენ რომ მიახედა. ნეტავ კი შევძლოთ ჩვენი მზერით იერიქონისკენ მიმავალი უფლის წამიერი შეჩერება და შეხება. საინტერესოა რამდენ ხანს ემზადებოდა ზაქე ლეღვის ხეზე ასასვლელად. ხესთან მისვლაა მთავარი, მთავარი იდეის აღოჩენაა საკუთარ თავში, განხორციელება კი წამის საქმეა,რომელიც შეიძლება მარადისობად იქცეს. ამ საშინელ სიცარიელეში ადამიანის სული დედის წიაღში ,,შემთხვევით'' ჩასახულ ემბრიონს გავს, რომელიც უნდა გამოაძევონ და ცდილობს კედლები გაანგრიოს, ოღონდ აიცდინოს მძიმე მარწუხები. მინდვრის ყვავილებს თუ დააკვირდებით დილიდან საღამომდე ღეროს მდგომარეობა უამრავჯერ აქვთ შეცვლილი, ეს შემთხვევით არ ხდება. სურნელოვანი მცენარეები მზის ცხოველსმყოფელ სხივებს ეშურებიან და ისრუტავენ ვიდრე მის ჩასვლამდე. თუ ველის ბალახებს სწყურიათ სითბო, რამდენად აუცილებელია იგი ღმერთის შემოქმედების გვირგვინის-ადამიანისთვის.
მართლმადიდებლობა მართალი არა საკუთარ თავში, არამედ შეჭირვებული სულების მოძიებაში და შენარჩუნებაშია. ჩვენი სული ღმერთის ბაღში აღმოცენებული ყვავილებია, რომელსაც სინანულის ცრემლებით მორწყვა და დაუსრულებელი სითბო სჭირდება. როგორი იქნებოდა სამყარო, ციური მნათობების გარეშე?! რათქმაუნდა უკუნი ბნელი და წყვდიადი დაისადგურებდა. ასევეა ადამიანი საკუთარი თავის გარეშე... საკუთარი თავი კი ზეციური მამის დამოუკიდებლად სეუძლებელია იპოვო. ჩაბნელებულ ოთახში არ ვჩანვართ. ჩაბნელებულ ქუჩაში უფრო არ ვჩანვართ. ქალაქში სადაც უამრავი ჩაბნელებული ქუჩებია, მით უფრო არ ვჩანვართ. ზეციდან კი საერთოდ არ ვჩანვართ, მაგრამ სწორედ ამით ვემსგავსებით ღმერთს, რომელიც არ ჩანს და არსებობს. ჩვენი არსებობა კი გამართლებული უნდა იყოს და სხვას თუ ვერ ვათბობთ, თავი გავითბოთ და დაუსრულებელ ნათელს ვეზიაროთ. ზეციურ ქალაქში მისვლა გვიანი არასდროსაა. კარიბჭეს ღიად ტოვებენ, ოღონდ ვიპოვოთ და დიდებით შევიდეთ.
ქრისტე ისე მეგობრობდა იუდასთან, როგორც პეტრესთან, იოანესთან, თომასთან. უყვარდა მართალი და ეცოდებოდა გზასაცდენილი, მაგრამ არავის დამუქრებია და გაუგდია. ეკლესია ეს თქვენ ხართ. ზოგი დასრულებულია, ზოგიც სრულდება. ზოგს კი რესტავრირება სჭირდება, მაგრამ ნურასდროს გამოვიყენებთ საქონლის სადგომად. გახსოვდეს, შენი სახლი უფალია...




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42