ინფორმაციას სააგენტო "პირველი" წყაროს ცნობით, თეიმურაზ ქარსელაძე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებითაა დაკავებული.
ინფორმაციას აღნიშნული ბრალდებით შსს-ში ადასტურებენ, თუმცა პიროვნების იდენტიფიცირებას არ ახდენენ.
"თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ჩეხური წარმოების „ჩე-ზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






